აქამდე კომპიუტერული მოწყობილობის მომხმარებლებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ სათავსო მეხსიერების არჩევისას. HDD ანუ მყარი დისკი გამოიყენებოდა ოპერაციული სისტემისთვისაც და სხვა ფაილების სათავსო მეხსიერებადაც, ახლა კი შესაძლებელია SSD-ის გამოყენება, როგორც ცალკე ოპერაციული სისტემისთვის, ასევე სათავსო მეხსიერებად. როგორ გავაკეთოთ არჩევანი? რა არის SSD-სა და HDD-ს (მყარ დისკებს) შორის სხვაობა? რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თითოეულ მათგანს? მოდით ვნახოთ.

მყარი დისკების: HDD და SSD-ის ახსნა –  რას წარმოადგენენ ისინი

ტრადიციული ტრიალა მყარი დისკი არის ჩვეულებრივი სათავსო მეხსიერება კომპიუტერის. ინფორმაცია მასში სისტემის გათიშვის შემდეგაც რჩება, როგორც RAM (ოპერატიულ მეხსიერებაში). მეტალის პლატერი მაგნიტური ზედაპირით, რომელიც ინახავს ინფორმაციას HDD არის. ეგრედწოდებული მაგნიტური ხელი ახდენს ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვას პლატერების მოძრაობისას.

SSD ანუ სოლიდური მყარი დისკი აკეთებს იმავეს, რასაც HDD მყარი დისკი, მაგრამ ინფორმაცია ინახება ერთმანეთთან დაკავშირებულ ფლეშ მეხსიერების ჩიპებში და ინფორმაციას ინახავს კვების არ არსებობის შემთხვევაშიც. ჩიპები ან პირდაპირ სისტემის დედადაფაზე (ლეპტოპის მსგავსად) ყენდება, ან PCI Express (PCIe) ბარათის სახით.

ეს ფლეშ მეხსიერების ჩიპები არიან მსგავსი USB დრაივების და შედარებით სწრაფი და საიმედოები. ფასიც შესაბამისად მეტია.

HDDის და SSD-ის ისტორია

მყარი დისკის ტექნოლოგია საკმაოდ ძველია. პირველი 1965 წლის IBM 350 RAMAC მყარი დისკი იყენებდა 50 12 დიუმიან განიერ პლატერებს, 3.75მბ სათავსო მეხსიერება გააჩნდა და იკავებდა ორი კომერციული მაცივრის ადგილს. გამოიყენებოდა სამთავრობო და ინდუსტრიულ საქმიანობაში და 1969 წლამდე მოიხმარებოდა. 1980 წლებიდან 5.25 დიუმიანი მყარი დისკების სტანდარტი შემოვიდა შემდეგ კი 3.5 დიუმიანი და 2.5 დიუმიანი ელტოპის კლასის მყარი დისკები გახდა სტანდარტი. შიდა კაბელის ინტერფეისი შეიცვალა serial-დან IDE-მდე (პარალერული ATa, Pata)-დან SCSI-დან serial ATA (SATA)-მდე, ახლანდელი 3.5 და 2.5 დიუმიანი მყარი დისკები იყენებენ SATA  ინტერფეისს, ხოლო უფრო ჩქარი SSD ბარათები PCIe ინტერფეისს იყენებენ. ზომები (ტევადობა) გაიზარდა რამდენიმემეგაბაიტიდან რამდენიმე ტერაბაიტამდე. ახლანდელი 3.5 დიუმიანი მყარი დისკების ზომა (ტევადობა) 10 ტერაბაიტია, ხოლო 2.5 დიუმიანი მყარი დისკების 5 ტერაბაიტი. SSD-ებს უფრო ხანმოკლე ისტორია აქვთ. ყოველთვის იყო მოლოდინი უძრავი მყარი დისკის ტექნოლოგიის ჯერ კიდევ bubble memory-იდან დაწყებული :). ახლანდელი ფლეშ მეხსიერებებს აქვთ იგივე იდეა, არ საჭიროებს მუდმივ ენერგიას ინფორმაციის შესანარჩუნებლად. პირველი მყარი დისკები, როგორებიც ის ჩვენ ვიცით ნოუთბუქების ერის დროს გამოიცა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2007 წელს OLPC XO-1 იყენებდა 1გბ SSD-ს და Asus EeePC 700 სერია იყენებდა 2გბ SSD-ს. ისინი იყვნენ დედადაფაზე შედნობილი, ნოუთბუქების სიმძლავრესთან ერთად გაიზარდა SSD-ების მოცულობაც და 2.5 დიუმ სტანდარტად ჩამოყალიბდა. შეგეძლოთ 2.5 დიუმიანი დრაივის შეცვლა სხვა SSD-ით. შემდგომ წამოვიდა ახალი ფორმის mSATA Mini PCIe SSD ბარათი და M.2 SSD Sata და PCIe ვარიანტებში. დღეს SSD-ები იყენებენ 2.5 დიუმიან ფორმას მაქსიმალური ზომით 4ტერაბაიტი, ხოლო კომპანიებისთვის ასევე ხელმისაწვდომია სამსუნგის 16 ტერაბაიტიანი სოლიდური მყარი დისკი.

უპირატესობა და ნაკლოვანებები: SSD Vs HDD

ორივე მათგანი ერთ სსაქმეს აკეთებს: სისტემას რთავენ და ინახავენ თქვენს აპლიკაციებსა და პირად ინფორმაციას. ყოველ მათგანს გააჩნია უნიკალურობა. როგორ განსხვავდებიან და რატომ უნდა მიანიჭოთ ერთს მეორეს მიმართ უპირატესობა?

ფასი: SSD-ები უფრო ძვირადღიებულია 1ტბ 2.5 დიუმიანის ღირებულება 40-50$-ია. ჩვეულებრივის საწყისი ფასი დაახლოებით 100$-ია, რაც მეტია გეგაბაიტზე ხარჯით ვიდრე ტრადიციული მყარი დისკი HDD.

ზომები (ტევადობა): SSD-ების მაქსიმუმი 4 ტერაბაიტია, მაგრამ ისინი იშვიათია და ძვირადღირებული. უფრო ადვილად და იაფად 500გბ ან 1 ტერაბატიან ვარიანტებს ნახავთ.

სიჩქარე: აქ SSD ლიდერია, კომპიუტერი საგრძნობლად მალე ჩაიტვირთება და ზოგადად თქვენს კომპიუტერს შემატებს სისწრაფეს იქნება ეს აპლიკაციის ჩატვირთვა თუ ფაილის გადაგზავნა.

ფრაგმენტაცია: ზედაპირული ჩანაწერების გამო HDD მყარი დისკები დიდი ზომის ფაილებთან უკეთ მუშაობენ. შევსების შემდეგ დიდი ფაილები იფანტება დისკის პლატერზე და მყარი დისკი ფრაგმნტირებას განიცდის, ამის გამო SSD უფრო სწრაფია და არ საჭიროებს ეგრედწოდებულ დეფრაგმენტაციას.

გამძლეობა: SSD-ს არ აქვს მოძრავი ნაწილი და სწორედ ამის გამო სჯობნის HDD-ს მოძრავ მაგნიტურ ხელს.

ხელმისაწვდომობა: HDD უფრო ბიუჯეტურია, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად SSD სტანდარტად ჩამოყალიბებას იწყებს და ბევრი ბრენდის სხვადასხვა მოდელებია ხელმისაწვდომი.

ფორმა: მყარდ დისკებს მაგნიტური ხელის გამო და მოძრავი პლატერების გამო 1.8 დიუმ 320გბ-მდე აქვთ შეზღუდვა, ხოლო SSD-ს ეს შეზღუდვა არ გააჩნია.

ხმაური: ყველაზე ჩუმი HDD-ც კი გამოსცემს მცირე ხმას, როდესაც გამოიყენება, რადგანაც მაგნიტური ხელი მოძრაობს წინ და უკან და რაც უფრო სწრაფია HDD მით ხმაურიანია, ხოლო SSD არავითარ ხმას არ გამოსცემს, რადგანაც არ არიან მექანიკურები.

თქვენ კი შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით და პირველ რიგში თქვენი ფინანსებიდან გამომდინარე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რა ტიპის მყარი დისკის შეძენას აპირებთ, რა ზომის და რა ფორმის. იქნება ეს HDD თუ SSD, PCIe,Sata,3.5 დიუმიანი,2.5 დიუმიანი და შესაბამისად რა ბრენდის არჩევას აპირებთ.

შეგახსენებთ, რომ ასევე ხელმისაწვდომია ჰელიუმის მყარი დისკები, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირი ღირს და მასიურად ხელმისაწვდომი ჯერ არაა. ჰელიუმის მყარი დისკები უფრო ჩუმია, მაგრამ ჯერ ეს ტექნოლოგია ახალია და შეძენის შემთხვევაში თქვენ ბეტა ტესტერი გამოდიხართ, რაც სარისკოა.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება