მარკეტში პროდუქტის შეძენას გვიადვილებს და გვიჩქარებს ბარკოდის ტექნოლოგია. ალბათ გინახიათ თეთრი და შავი ზებრა ზოლები ყველაფერზე დაწყებული საკვებით დამთავრებული ბიბლიოთეკის წიგნებით. ბარკოდების წაკითხვა ხდება ლაზელური მოწყობილობით, მაგრამ გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი?

რისთვის გამოიყენება ბარკოდები?

მარკეტში ყველაფერი გაყიდულის თვალისსადევნებლდ და მომხმარებლის მიერ საჭირო პროდუქციის შესავსებად საჭიროა ცარიელი თაროების შევსება. ალტერნატივას კი ამ ყველაფრის წარმოადგენს ყველა მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქციის სიის შედგენა და შემდეგ შევსება გაყიდული პროდუქციის. თუ მარკეტი მცირეა მაშინ შესაძლებელია, მაგრამ მსხვილი ზომის მარკეტში, როგორიცაა ვოლმარტი, რომელსაც ათასობით ნივთზე ფასდაკლება აქვს? აქ უკვე დიდ პრობლემებს ვაწყდებით, თუ ყველა პროდუქციის ფასის შეცვლა გსურთ? ყველას სათითაოდ ვერ დაუვლით და ბოლოს შოფლიფტინგი (ქურდობა), ნამდვილად დარწმუნებული იქნებით, რომ ყველა მათგანი გაყიდეთ? საიდან იცით, რომ მოიპარეს?

ბარკოდების ტექნოლოგიის გამოყენება მარკეტებში ყველა ამ პრობლემას აგვარებს. ცენტრალიზებული ჩანაწერი კომპიუტერზე ინახება და პროდუქციის სიას, ფასებს მოიცავს. ფასების შეცვლა შეგიძლიათ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ, იარლიყების შეცვლის გარეშე ყველა პროდუქციაზე. არსებული პროდუქციის რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი, ბარკოდი ზუსტი ტექნოლოგიაა და შეგიძლიათ დავდაჯერებული იყოთ, რომ ნივთები სწორადაა აღრიცხული და არ მოიპარეს და დაცული იარლიყების მიმაგრებაც შეგიძლიათ RFID (რადიოტალღური) იარლიყები, ტეგები.

ბარკოდზე დაფუძნებულ სისტემას აქვს 3 ნაწილი. ცენტრალური კომპიუტერი, რომელიც ბაზას მოიცავს ყველა პროდუქციას რომელსაც ყიდით, ვინ აწარმოებს, რა ღირს თითოეული და რამდენი დაგრჩათ, მეორე ამოპრინტერებული ბარკოდები ყველა პროდუქციაზე და ბოლოს ყიდვის სკანერი რომელიც კითხულობს ბარკოდებს.

როგორ წარმოადგენენ ბარკოდები ციფრებს 0-9

ბარკოდი უბრალო იდეაა: ყველა ნივთს მიეცი მისი კლასიფიკაცია, უნიკალური ნომერი და შემდეგ ამოაპრინტერე ნომერი ნივთზე, რათა ელექტრონულმა სკანერმა (მოწყობილობამ) შეძლოს მიწი წაკითხვა. შესაძლებელია ციფრების ამობეჭვდა, მაგრამ არამთელ რიცხვებთან პრობლემებს წავაწყდებით, შეიძლება აირიონ (3 შეიძლება 8-იანს წააგავდეს) და შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას სალაროსთან. ჩვენ გვჭირდება სანდო ციფრები, რომლებიც ზუსტად წაიკითხება სწრაფად და სწორედ ამ პრობლემას ჭრიან ბარკოდები. თუ ბარკოდს შეხედავთ ვერაფერს გაუგებთ: თუ არ იცით საიდან იწყება ციფრი და სად მთავრდება. მაგრამ ეს საკმაოდ ადვილია. ყოველი ციფრი პროდუქციის ნომერია ჰორიზონტალური ფართობის შესაბამისად: ზუსტად 7 ცალი. 0-დან9-მდე ციფრების წარმოსადგენად კი შესაბამისად შევღებავთ შავი და თეთრი ზოლების განსხვავებული მიმდევრობით. ციფრი ერთი წარმოდგენილია ორი თეთრი ზოლით,ორი შავი ზოლით,ორი თეთრი ზოლით და ერთი შავი ზოლით, ნომერი 2 წარმოდგენილია ორი თეთრი ზოლით, ერთი შავი ზოლით, ორი თეთრი ზოლით და ორი შავი ზოლით. იხილეთ ფოტო.

ბარკოდები შეიძლება საკმაოდ გრძელი იყოს, რადგანაც 3 სხვადასხვა ინფორმაციას წარმოადგენს. პირველი ნაწილი ბარკოდის გეუბნება ქვეყანას, მეორე მწარმოებელს და მესამე თავად პროდუქციას ამოიცნობს. სხვადასხვა ტიპის პროდუქციას (მაგ: 4 ქილა კოკა-კოლას და 6 ქილა კოკა-კოლას) განსხვავებული ბარკოდის ციფრები აქვთ. პროდუქციათა უმეტესობას ჩვეულებრივი UPC (universal product code) აკრიათ – ვერტიკალური ხაზი ზოლების ქვემოდან ციფრებით (ბარკოდის არ წაკითხვის შემთხვევაში ხელით შეჰყავთ ციფრები) და მეორე ტიპის ბარკოდი, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება და პოპულარობას იძენს არის 2D ბარკოდი, რომელიც საფოსტო გზავნილებზე გამოიყენება.

როგორ მუშაობს ბარკოდის სკანერი?

ბარკოდი მისი წამკითხავის გარეშე სარგებელს ვერ მოგვიტანს. ბარკოდის სკანერები აღიქვამენ ზებრა შავ და თეთრ ხაზებს სწრაფად და კომპიუტერს აწვდიან ამ ინფორმაციას საკასო ტერმინალში, რომელიც ამოიცნობს პროდუქციას ბაზიდან.

1. სკანერის თავი ანათებს ლედ ან ლაზერის განათებას ბარკოდს

2. განათება (სინათლე) აირეკლება ბარკოდიდან ფოტოელექტრულ უჯრაზე.

3. სკანერი ბარკოდის გავლისას, კვალის გენერირებას ახდენს შავი და თეთრი ზოლების შესაბამისად ჩვენი კოდის შემთხვევაში (შავი შავი შავი თეთრი შავი თეთრი შავი შავი) უჯრა იქნება “გამორთული გამორთული გამორთული ჩართული გამორთული ჩართული გამორთული გამორთული.

4. ელექტრონული სკანერი კონვერტირებას ახდენს ჩართული და გამორთული პულსების ორობით ციფრებად (0 და 1).

5. ციფრები იგზავნება კომპიუტერში, რომელზეც ამაგრია სკანერი, რომელიც კოდს აღიქვამს, როგორც 11101011.

ბარკოდის სკანერის ტიპები

სხვადასხვა ტიპის ბარკოდის სკანერებია ხელმისაწვდომი. მცირე მარკეტებში ხვდებით ვანდ სკანერს. უბრალო სკანერები წააგავს დიდ წვერის საპარსს ან კალამს. ანათებენ ლედ სინათლეს (შუქს) შავ თეთრ ბარკოდის ზედაპირზე. დიდ მარკეტებში უფრო რთული სისტემის ლაზერული სკანერია. ის პროდუქტებს წამებში კითხულობს. ასევე არის აპლიკაციები ბარკოდის წასაკითხი სმარტფონებისთვის. ბარკოდების სკანირების ტექნოლოგია 1970-იანი წლებიდან არსებობს, მაგრამ 80-90-იან წლებში გახდა უფრო რთული. ახლა შედარებით იაფი ღირს ამ სისტემის დანერგვა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ახლა უკვე ყველა მარკეტი მუშაობს სწრაფად და უპრობლემოდ, როგორც ვოლმარტი.

ვინ შექმნა ბარკოდები?

ბარკოდების ისტორია ჯერ კიდევ 1948 წლიდან იწყება როდესაც იდეა გაუჩნდათ Bernard Silver-ს (1924–1963) და N. Joseph Woodland-ს მარკეტის კასაზე პროდუქციის ავტომატური სკანერის დაყენების, ვუდლენდმა სცადა სხვადასხვა მარკირების სისტემები, ხაზები,წრეები,წერტილები,დაშორებები,მორსის კოდი,1949 წელს მათ ბულსაის კვალი გამოიყენეს და დააპატენტეს, უფლება 1952 წელს მიიღეს. პირველი მოწყობილობა ლამპას იყენებდა პროდუქციის კოდის გასანათებლად და წასაკითხად ფოტომულტიფლაიერს, ვუდლენდის პატენტი მოგვიანებით Philco-მ შეიძინა (მოგვიანებით RCA). 60 წელში RCA-იმ კომერციული აპლიკაციების პატენტი შექმნა 69 წელს ვადა გაუვიდა.ბულსაის ბარკოდები კვლავ არსებობდა მაგრამ არ იყო პოპულარული.70-იან წლებში ალან ჰაბერმან-მა ბოსტონის მარკეტების პრეზიდენტმა UCC შექმნეს, ორგანიზაცია რომელიც ბარკოდების სტანდარტია მსოფლიოში (ცნობილი როგორც GS1 US). ჰაბერმანმა ბევრი სისტემის განხილვის შემდეგ 73 წელში რექტანგულური სტანდარტის გამოყენება დაიწყეს. 1974 წლის 26 ივნისს პირველი ბარკოდ სკანერი მარშის სუპერმარკეტში გამოიყენეს, ტროიში ოჰაიო აშშ. კლაიდ დაუსონმა შეიძინა პირველი საღეჭი რეზინი ვრინგლისი ბარკოდის სკანერით.79 წელს ინგლისში პირველად გამოიყენეს ბარკოდი სპალდინგის Key მარკეტში ლინკოლნშაირში. 2011 წელს ჯო ვუდლენდი და ბერნარდ სილვერი ეროვნული შემქმნელთა წოდება მიენიჭათ მათი გენიალური გამოგონებისთვის.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება