ექსკლუზიური iPhone-ის სმარტფონების კომპანია Caviar-მა, რომელიც იყენებს ისეთ ძვირადღირებულ მატერიალებს, როგორიცაა ოქრო, ტიტანი, კარბონი, ნატურალური ტყავი, წითელი ხე და ბრილიანტები წარმოადგინა დიზაინერების ფანტაზიის ნაყოფი ამჯერად iPhone 7-ის სახით, რომელზეც გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

Caviar-მა ამ სმარტფონების პოზიციონირება მოახდინა, როგორც ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის განვითარების სიმბოლოდ. კომპლექტი სასაჩუქრე ხის კოლოფით 398 000 რუბლი ღირს რაც დაახლოებით  $6,650-ია.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება