გახსოვთ ის წლები როდესაც გეგონათ, რომ ყველაფერი 3D იქნებოდა? თამაშები 3D?  ეს პერიოდი დასრულდა, LG და Sony 3D ტექნოლოგიას თავიანთ უახლეს ტელევიზორებში აღარ იყენებენ.

როგორც მომხმარებელთა ელექტრონულ შოუზე ნახავდით (CES 2017-ზე) LG-იმ და Sony-იმ 3D შესაძლებლობები არ წარმოაჩინეს და აქცენტი უფრო მაღალ გარჩევადობაზე, მკვეთრ ფერებზე, ეკრანის სისქესა და უკაბელო დინამიკებზე გააკეთეს. ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზრდა რომელიც მოჰყვა 2010 წლიდან 3D ტექნოლოგიებს ტელევიზორებში James Cameron-ის Avatar-ის შემდეგ, საშუალო მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელი აღარაა და მათი ინტერესი უფრო მიმართულია 4K და HDR ტექნოლოგიებზე.

ჩვენი აზრითად წინსვლა მოხდება ვირტუალურ რეალობაში, 4K, 8K და უკაბელო დინამიკების ტექნოლოგიებში.

პასუხის დატოვება