ჩინელებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბევრი რამ, ამჯერად მსოფლიოში უმსხვილესი მზის ენერგიის მწარმოებლები გახდნენ. სახელმწიფოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ქვეყანა რამდენიმე წელია ბოლით არის დაფარული, კერძოდ ქარხნების და ფაბრიკების გამონქაბოლქვით, რომლებიც მუშაობენ ამოწურვადი ტიპის საწვავებზე. ეკოლოგიურად სუფთა ენერგიამ შეიძლება ჩინეთი გამოიყვანოს ამ სიტუაციიდან, მისცეს მაცხოვრებლებს სუნთქვის საშუალება. შაბათს ჩინეთის ნაციონალურმა ენერგეტიკულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ გააორმაგა მზით გენერირებადი ენერგია. მაჩვენებელი 77,42 გეგავატზეა, რაც მსოფლიო რეკორდია. მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, მთლიანად ეს ენერგია ჩინეთის მიერ მოხმარებადი ენერგიის მხოლოდ 1%-ია. მოლოდინი შემდეგი 3 წლის განახლებადი ენერგიით 110 გეგავატის მიღებაა, ხოლო 2030 წლისთვის 20%-ის დაკმაყოფილება სახელმწიფო ენერგიის. წარმოებების ახალი ენერგიის წყაროებზე გადაყვანისთვის 364 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება