წკაპ წკაპ წპაკ წპაკ! ეს 21-ე საუკუნის ხმა, რაც გულისხმობს სიტყვების დაბეჭდვას ბლოგზე, ფოსტაზე ან სხვაგან. კომპიუტერული კლავიატურები ძირითადად Typewriter ტიპის ძველებური კლავიატურებია, მართალია ხმის ამომცნობ პროგრამებს ვერ სჯობნის. გაგჩენიათ სურვილი გენახათ კლავიატურა შიგნიდან? შეიძლება გაოცდეთ, იმის გაგებით, რომ იქ უბრალოდ ბევრი ელექტრული გადამრთველებია. მოდით ვნახოთ!

რა არის ღილაკების ქვეში?

ღილაკის ამოღების შემდეგ შეიძლება მიახლოებით მიხვდეთ თუ როგორ მუშაობს ის. პლასტმასში მცირე ზომის ხვრელია, რომელიც კლავიატურის მსგავსი ზომის ხვრელში თავსდება. როდესაც ღილაკს ვაკლიკებთ, ბარი აწვება ნახვრეტის გავლით საკონტაქტო ფენას. ნახვრეტის შიგნით არის მცირე ზომის რეზინის ნაწილი (ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ) იგი აჩერებს ღილაკს დაბლა ჩასვლისას და ზემოთ წევს თითის აშვებისას. სწორედ ეს აძლევს ღილაკს ზემოთ ქვემოთ მოძრაობის საშუალებას.

რა არის კლავიატურის შიგნით?

კლავიატურის ქვედა პანელის მოხსნის შემდეგ დაინახავთ თუ როგორ მუშაობს ის ქვემოდან. ხედავთ გამჭირვალე პლასტმასს საკონტაკტო ფენას, რომელიც ღილაკის დაჭერას აფიქსირებს და (ამ ფენების გავლით) თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მრვალი ბარები, რომლებიც სურათზეა. მცირე ზომის პლატა ლედ განათებით გატყობინებთ “Num lock”, “Caps lock”, და “Scroll lock” აქტივაციის შესახებ. კაბელი კი ელექტრონულ სიგნალს ატარებს კლავიატურიდან კომპიუტერში USB პორტის გავლით (ან PS/2 პორტით ძველ მოწყობილობებში).

როგორ ხდება ღილაკების ჩაწევა (დაკლიკება)?

ელექტრული კონტაქტის შრის აწევის შემდეგ შეგიძლიათ დაინახოთ ღილაკები, რომლებიც იწევა დაკლიკებისას. ამაში კი მას მცირე ზომის რეზინი ეხმარება, ღილაკები დაბლა და მაღლა იწევა.

როგორ მუშაობს საკონტაქტო შრე, ფენა?

კლავიატურის მაგიური ნაწილია, პლასტმასის შრის 3 ფენა არის, რომლებიც აფიქსირებენ თქვენს მიერ ღილაკის დაკლიკებას. ორი მათგანი ელექტრონული კონდუქციის მეტალის ტრეკია და ასევე ინსულაციის შრე მათ შორის ნახვრეტებით, ხაზები ელექტრონული კავშირებია რომლებიც მცირე ძაბვას ატარებენ ღილაკის დაკლიკებისას.

ხედავთ ელექტრონული კავშირების შრეს, ზედა პლასტმასის ფენას, ორ გამჭირვალე ფენას და ნახვრეტებს სადაც ღილაკი ეკლიკება, სადაც ღილაკები იწევა და ორ ფენას ერთმანეთთან აკავშირებს.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად?

როდესაც ღილაკს დააწვებით, ზედა და ქვედა საკონტაქტო შრე ერთმანეთს ეხება და კლავიატურა აგზავნის სიგნალს კომპიუტერში, როგორც გამოსახულია ქვემოთ.

ვინ შექმნა თანამედროვე კომპიუტერული კლავიატურები?

უცნაური QWERTYUIOP მიმდევრობის ღილაკები დღეს თანამედროვე კლავიატურების სტანდარტია, რომლებიც 19 საუკუნიდან საბეჭდი მანქანების ბაზაზე განვითარდნენ. ღილაკების დედა დაფაზე მიმაგრების მაგივრად, მექანიკური მონსტრები ინტრიკატ სისტემას იყენებდნენ დაფუძნებულს მხტომებზე, რათა ხმაურიანი ჩაქუჩები დაერტყათ ფურცელზე. ელექტრონიკის შექმნის და განვითარების შემდეგ, მოძრავი ნაწილების რაოდენობა შემცირდა, ძნელია ზუსტი დროის განსაზღვრა როდი მოხდა მექანიკური კლავიატურის ელექტრონულით ჩანაცვლება, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ჯეიმს მარტინ კომსტოკის (სინგერ კომპანიის) კლავიატურის პატენტი 1969 წლის, რომელიც 1971 წელს გაიცა. მარტინმა უპირატესობები აშკარად ჩათვალა: აწყობის იაფი ფასი, ნაკლები მოძრავი ნაწილები ანუ მწყობრიდან გამოსვლის ნაკლები შესაძლებლობა, ადვილი დაკავშირება და დაზიანების შემთხვევაში ადვილად შესაკეთებელი.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება