ინდოეთის კოსმოსური გამოკვლევების ორგანიზაციამ (Indian Space Research Organisation) განახორციელა ორბიტაზე ერთდროულად 104 წარმატებული თანამგზავრის გაშვება, რითიც ახალი რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი 2014 წელს დამყარდა რუსული რაკეტის მიერ ორბიტაზე 37 თანამგზავრის გაშვებით. ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ეს ნაციისთვის და მთლიანად კოსმოსური გაერთიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. 88 Dove თანამგზავრი ეკუთვნის კომპანია Planet-ს, ხოლო სხვა დანარჩენები ისრაელს, ინდოეთს, შვეიცარიას, ჰოლანდიას და ყაზახეთს. Dove თანამგზავრის მასა 4,5 კილოგრამია, ხოლო ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე 200 მეგაბიტი წამში.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება