უკვე ზაფხულში, ევროპაში დაიწყება Kodak-ის ბრენდის პლანშეტების გაყიდვა. პლანშეტებს ექნებათ მიმზიდველი დიზაინი და “უახლესი ტექნოლოგია”. ჯერჯერობით უცნობია პლანშეტების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები. ვიცით მხოლოდ ის რომ მას ექნება 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც ვიდეო და ფოტო აპლიკაციები თანდაყოლილი ექნება მოყვარულთათვის. ასევე, მოწყობილობას ექნება 3G კავშირი. ARCHOS-ის მსგავსი პლანშეტები, რომლებიც 2009 წლიდან ანდროიდის ოპერაციული სისტემით იყიდებოდა, ახლა ევროპის ბაზარზე კოდაკის ბრენდის სახელით გაიყიდება.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება