რასაც ხალხი კომპიუტერებისგან ითხოვ უფრო პრაგმატულია: ადვილად გამოსაყენებელი ტექნოლოგია, რომელიც გააუმჯობესებს მათ დატვირთულ, ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებას, დაეხმარება მათ იპოვონ ყავის მაღაზია, რათა გაუადვილოს შოფინგი, აპოვნინოს მეგობრები საერთო ინტერესებით. ახლა კომპიუტერები უფრო პატარა და პორტაბელურია ვიდრე არასდროს და თქვენ შეგიძლიათ ონლაინში შესვლა თითქმის ყველა დედამიწის კუთხიდან, ონლაინ ინფორმაციის გამოყენება აუმჯობესებს (აუგმენტირებს) რეალურ ცხოვრებას, სწორედ აუგმენტირებული რეალობისკენ მიისწრაფის ჭკვიანი ფული, როგორც ცნობილია შემდეგი წლების განმავლობაში ამის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ. მოდით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს ის და როგორ მუშაობს!

რა არის აუგმენტირებული რეალობა?

აუგმენტირებული რეალობა ჟღერს საშინლად თეორიულად და აბსტრაქტულად, მაგრამ სავსებით ადვილია: რეალურ ცხოვრებას + ტოპიკური, შესაფერისი, უკანა ფონის ინფორმაცია რაც ძალზე გამოსადეგია. რამდენიმე მაგალითი ყველაფერს აშკარას გახდის:

  • თქვენ უყურებთ ტენისის გრანდ სლემს ტელევიზორში და მსაჯი იძახის, რომ ბურთი კორტის საზღვრებს გასცდა. ტელევიზორი გამეორებას აჩვენებს კომპიუტერული ანიმაციით იმავე ტრაექტორიით ბურთის დაცემით, როგორც რეალობაში მოხდა, კორტს გარეთ დაეცა. შემდეგ მცირე ფანჯარა გამოჩნდა ეკრანზე და გიჩვენებთ რამდენი ჩაწოდება ხაზს მიღმა და შიგნით იყო და როგორი ცვლილება მოხდა თამაშის მანძილზე.
  • თქვენ ლონდონის ქუჩებში სეირნობთ, უცებ გამაოგნებელი არქიტექტურის წინაშე მოხვდით. რა შენობაა ნეტავ? ვინ იყო არქიტექტორი? ეს ნამდვილად ტიტანიუმია? გსურთ გაიგოთ მეტი შენობის შესახებ, მაგრამ შენობა დახურულია და ინფორმაცია არ არის. იღებთ სმარტფონს და იღებთ ფოტოს. სმარტფონი იყენებს GPS-ს (სატელიტურ ნავიგაციას) სისტემას და თქვენს ლოკაციას იგებს, შემდეგ ეძებს გუგლის სურათებში მსგავს ფოტოს. რამდენიმე წამში ამოიცნობს შენობას და ვიკიპედიის გვერდის დახმარებით გეუბნებათ ყველაფერს შენობის შესახებ.
  • თქვენ მართავთ ავტომობილს გზატკეცილზე 2020 წელს და მოგშივდათ. მარჯვენა თვალი დააპაჭუნეთ ორჯერ და კომპიუტერმა გიჩვენათ თქვენს ტორპედოზე საკვების სია და უახლოესი ადგილები. დააპაჭუნეთ თვალი რათა საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ და თქვენი სატელიტური ნავიგაცია გიკითხავთ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხვდეთ დანიშნულების ადგილას. შეგიძლიათ შეკვეთის წინასწარ გაკეთება, მისვლისას მზად რომ იყოს.

 

ახლა ხედავთ, რომ აუგმენტირებული რეალობა რეალური ცხოვრების და ვირტუალური რეალობის მიქსია, მათ შორისაა, ხშირად რეალობის მიქსსაც ეძახიან. მთავარია, რომ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მის დახმარებით მიიღეთ შესაფერისია და თქვენს საჭიროებებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

როგორ მუშაობს აუგმენტირებული რეალობის თრექინგი?

თუ თქვენი ლეპტოპით იმყოფებით გარე სამყაროში, ან თუნდაც სმარტფონით, ნეტბუქით, ადვილია ინფორმაციის მიღება: გუგლში ჩაწერეთ რამდენიმე სიტყვა. ახალ აუგმენტირებული რეალობაში კი უფრო ადვილია: დამატებით ინფორმაციას იღებთ ავტომატურად. პორტაბელური კომპიუტერული მოწყობილობა საჭიროებს ავტომატურ გზას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ანუ ტრექინგს საწიროებს.

ტრექინგის უადვილესი მეთოდია მოწყობილობის მიერ GPS-ის გამოყენება (ან რაიმე სხვა სატელიტური ნავიგაციის სისტემა), რათა პოზიცია ავტომატურად დაადგინოს.ადვილია ტრექინგის ინფორმაციის Wi-Fi ჰოთსფოთებიდან გაგებაც, თუ ხელოვნების გალერეაში ან მუზეუმში ხართ და ინფორმაცია გჭირდებათ ყოველ სურათზე, რომელიც მისვლისთანავე ავტომატურად თქვენს სმარტფონზე ჩნდება. GPS ამდენად ზუსტი არ არის, რა შეიძლება გავაკეთოთ? არსებობს ორი გზა ამ პრობლემის გადაჭრის ერთი მარკერული აღმნიშვნელი ტრექინგი და მეორე აღნიშვნის გარეშე ტრექინგი.

  • აღნიშვნის გარეშე ტრექინგი: თქვენ ყოველ სურათს სმარტფონის დახმარებით ამოიცნობთ.
  • აღნიშვნადი ტრექინგი: უფრო ადვილი ვარიანტია, მუზეუმს ქონდეს ბარკოდები (იგივე ინფორმაციის მატრიცის კოდები) ყველა სურათთან. თქვენ მხოლოდ ტელეფონის კამერის დამიზნება დაგჭირდებათ და ბარკოდი ვებ გვერდზე გადაგიყვანთ ბრაუზერით.

აუგმენტირებული რეალობის ჩვენება (წარმოსახვა)

ვირტუალურ რეალობა უფრო შეზღუდულად მუშაობს ვიდრე შესაძლებელია. პირველი მიზეზი მისი სირთულე და ხალხის მიერ ატაცებაა: თქვენ უნდა გეცვათ (გეკეთოთ) ხელსაწყო, რომელიც ბლოკავს რეალურ სამყაროს და ცვლის კომპიუტერულით ანუ აუგმენტირებული რეალობით, პრობლემა მდგომარეობს ჩვენს მიერ დანახვადი სამყაროს ზევიდან დამატებით კომპიუტერული ინფორმაციის გადაწერაში. აუგმენტირებული რეალობა ეგონათ ჩაფხუტით სიარულს იგულისხმებდა, მაგრამ ხალხი შეცდა ტელეფონების და მათი კამერების დახმარებით მოხდება აუგმენტირებული რეალობის ფოკუსირება. პროტოტიპებზე მუშაობა უკვე მიდის (საკონტაქტო ლინზები ჩაშენებული ეკრანით). სხვა შესაძლებლობა გულისხმობს სათვალეების ტარებას მინიატურული კამერით და გამჭირვალე ეკრანით ლინზებზე.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება