ფაილების დამალვა ფოტოში

0
382

მოდით განვიხილოთ ერთობ პრიმიტიული, მაგრამ სახალისო თემა 🙂

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაილის ან ფაილების სურათში დამალვა შესაძლებელია და ეს მარტივი გასაკეთებელია JPEG, GIF და PNG ფორმატის სურათის შემთხვევაში.

ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, სურათის შიგთავსს (ბაიტებს) ბოლოში ემატება საიდუმლო ფაილის შიგთავსი (ესეც ბაიტები). მიღებულ ფაილს კომპიუტერი მაინც ფოტოსურათად აღიქვამს, რადგანაც სურათობის დადგენისთვის მხოლოდ ფაილის ზედა მხარეს (ანუ ეგრეთწოდებულ “ჰედერს”) უყურებს.

მოდით განვიხილოთ მარტივი მაგალითი. ვთქვათ, გვაქვს ორი საიდუმლო ფაილი “secret file 1.txt” და “secret file 2.txt“, რომელთა დამალვაც გვსურს (საგულდაგულოდ არჩეულ) “trump.jpg” სურათში.

ორი დასამალი ფაილი და ტრამპის სურათი (რომელშიც დავმალავთ ფაილებს)

იმისათვის რომ სურათიდან საიდუმლო ფაილების ამოკითხვა მარტივად მოვახერხოთ, გამოვიყენოთ არქივატორი (ჩვენ შემთხვევაში WinRAR).

ჯერ დავაარქივოთ ეს ორი საიდუმლო ფაილი (არქივში სახელით secret.rar), ხოლო შემდეგ მივამაგროთ ეს არქივი სურათს.

მიმაგრება შეგვიძლია ტექსტური რედაქტორის გამოყენებით. მაგალითად, Notepad ან Notepad++-ით. მე, ამჯერად, გამოვიყენოთ cmd-ის ბრძანებათა ფანჯარას.

გავხსნათ cmd, გადავიდეთ ჩვენ საქაღალდეში და გამოვიძახოთ ბრძანება:

copy /b trump.jpg + hidden.rar secret_trump.jpg
secret2

copy – აკოპირებს ერთ ან რამდენიმე ფაილს სხვაგან. ხოლო, /b მიუთითებს რომ ხდება ფაილის ბინარული კოპირება (ანუ ითვალისწინებს გაფართოებულ სიმბოლოებს).

საბოლოოდ, დამალული ფაილების სანახავად – secret_trump.jpg სურათს გავხნით იმ არქივატორით, რომლითად დავაარქივეთ საიდუმლო ფაილები (ჩვენ შემთხვევაში WinRAR-ით):

secret3

საბოლოო სურათის ზომა, როგორც უკვე მიხვდით, იქნება არქივისა და თავდაპირველი სურათის ზომების ჯამის ტოლი. ამიტომაც, იმისათვის რომ ვინმე არ დაეჭვდეს სურათის შიგთავსში, მისი ზომა არ უნდა იყოს საგრძნობლად დიდი (იგულისხმება, რამდენიმე ათეული ან ასეული მეგაბაიტი, გეგაბაიტზე ან ტერაბაიტზე მეტი და ა.შ.).

სულ ეს იყო 🙂

რათქმაუნდა, ამგვარი დამალვის მექანიზმი არის ყველაზე ბანალური და უფრო სერიოზული, გართულებული ვარიანტებიც არსებობს. შეგიძლიათ გაარჩიოთ ისეთი საკითხები როგორიცაა – სტეგანოგრაფია და ა. შ.

პასუხის დატოვება