Microsoft-ი წლების განმავლობაში ცდილობდა პერსონალური კომპიუტერის მწარმოებლებისთვის Chrome OS-ისგან შორს ებიძგა და მომხმარებლები კი Apple-ის iPad-ისგან. Windows RT-იმ ფეხი აიდგა, Windows 8.1-მა ბინგთან ერთად პოპულარობა ვერ ჰპოვა, ახლა კი Windows 10 Cloud-ის ჯერია. ბოლო სატესტო ვერსიებში ჩანს, რომ Windows 10 Cloud იქნება ვინდოუსის გაადვილებული ვერსია შექმნილი, მაიკროსოფთის უნივერსალური აპლიკაციების გაშვებისთვის ვინდოუს სტორიდან. ასეთი ადვილი ვერსია კი აშკარაა, რომ უმიზნებს Chrome OS-ის საბაზრო სეგმენტს. მაიკროსოფთი ეცდება პოზიციონირება მოახდინოს დაბალღირებულებიანად და უფასოდ, რათა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს უბიძგოს მათი ოპერაციული სისტემის გამოყენებისკენ. ჯერ უცნობია როდის მოხდება Windows 10 Cloud-ის დემონსტრირება და ბაზარზე ჩაშვება, მაგრამ შეიძლება შემქმნელთა აპრილის განახლების დროს წარმოადგინონ. ჯერ საჯაროდ არ განიხილება ამ ოპერაციული სისტემის შესახებ.

 

პასუხის დატოვება