ხვალინდელი Windows 10-ის ბილდში უკვე ხელმისაწვდომი იქნება თამაშის რეჟიმი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება 2017 წლის გაზაფხულის შემქმნელთა განახლებაში. განახლება რესურსების პრიორიტეტს მიანიჭებს თამაშებს, რაც გააუმჯობესებს თამაშების წარმადობას, მინიმუმ/მაქსიმუმ კადრებს წამში.
თამაშის რეჟიმი მიზნად ისახავს პოტენციური წარმადობის კლების მინიმიზაციას, თამაშის რეჟიმს ექნება მისი მენიუ საიდანაც მოხდება კონფიგურაცია თამაშის/სთრიმინგის.
თამაშის დროს მენიუს აქტივაცია ვინდოუს ღილაკის და G ღილაკის ერთდროულად დაკლიკებით მოხდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენად იქონიებს ეს რეჟიმი გავლენას სხვადასხვა თამაშების წარმადობაზე, თუმცა მოახდენს პროცესორის რესურსების განთავისუფლებას და საჭირო მოწყობილობების პრიორიტეტს მიანიჭებს თამაშებს.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000