ხშირია შემთხვევები, როდესაც Malware შეტევები ხორციელდება ელექტრონული ფოსტით, მიმაგრებული ფაილს მოულოდნელი მომხმარებლები ხსნიან პირად ან სამსახურის მოწყობილობით, რომლებთაც  საბოლოო ჯამში ზიანი ადგებათ ამ პროცესში. google-ი ცდილობს მისი ელექტრონული ფოსტის სერვისი gmail-ი ასეთი Malware შეტევებისგან დაცული გახადოს, ახალი თვისების დამატებით, რომელიც დაბლოკავს იმ JavaScript-ებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში თქვენს საფოსტო ყუთს (inbox-ს) შეუტევდა.

google უკვე ბლოკავს ფაილის ფორმატებს, რომელთაც შეუძლიათ ზიანის მოყენება თქვენი კომპიუტერისთვის .exe, .bat, და .msc ფაილების ჩათვლით, მაგრამ 13 თებერვლიდან gmail-ის მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ .js ფაილების გახსნას gmail-ში, უფრო კონკრეტულად კი google ასეთი ფაილების მიღების უფლებასაც აღარ მოგცემთ. გაფრთხილების შეტყობინებას (pop up-ს) მიიღებთ, რომ ზოგიერთი ფაილები დაიბლოკა და ვერ შეძლებთ .js ფაილის მიმაგრებას გამავალ ელექტრონულ ფოსტაზე. google დააფიქსირებს .js ფაილებს .zip, .tgz, .gz, და .bz2 არქივის ფაილებშიც, ამიტომ ცდაც არ ღირს.

ისე კი შეძლებთ გაზიარებას .js ფაილების google drive-ის დახმარებით

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება