შარშან ნოემბერში WhatsApp-ის აპლიკაციაზე შემქმნელებმა ახალი ორფაქტორიანი დამოწმების ტესტირება დაიწყეს, რომელიც ამ კვირიდან ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. ორფაქტორიანი დამოწმების ფუნქცია WhatsApp სმარტფონების აპლიკაციისთვის არის ხელმისაწვდომი iOS, Android და Windows Phone-ზე. აკტივაციისთვის საჭიროა შესაბამისი მაჩვენებლის ჩართვა ოპციებში. ფუნქციის აქტივაციის შემდეგ, მომხმარებლებს მოუწევთ 6 ციფრიანი პაროლის შეყვანა ყოველთვის როდესაც შევლენ თავიანთ ექაუნთში ახალი მოწყობილობიდან. ასევე აუცილებელია ზუსტი ელექტრონული მისამართის მითითება, რომლიდანაც ორფაქტორიანი ფუნქციის გათიშვის დამოწმება იქნება შესაძლებელი პაროლის დავიწყების შემთხვევაში.

პასუხის დატოვება