იაპონური კომპანია Sony კამერების მოდულების წარმოებაში სმარტფონებისთვის ლიდერია, როგორც ბიუჯეტურ ისე ფლაგმანურ სმარტფონების სეგმენტში. სონიმ დაამტკიცა მისი სტატუსი ახალი მობილურის კამერის სენსორის წარმოდგენით, რომელსაც შეუძლია სურათების უფრო სწრაფად გადაღება და ვიდეოების 1000 კადრ წამში ჩაწერა. Cmos სენსორები 2 ფენისგან შედგებოდა სურათის და სქემის სენსორისგან, სიგნალების დასამუშავებლად. ახალი Cmos სენსორი სონისგან 21,2მპ მესამე ფენით გამოირჩევა, კერძოდ 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დახმარებითაც სენსორს შეუძლია 19,3მპ გაფართოების კადრის 1/120 წამში გადაღება, ახლანდელები კი 1/30 წამში იღებენ, ანუ ახალი სენსორი უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სურათების, მოძრავი ობიექტის გადაღებისას. ახალი სონის სენსორი კონკურენტებს სჯობნის ასევე შენელებული ვიდეოს გადაღებაში მას FullHD ვიდეოს გადაღება 1000 კადრით წამში შეუძლია, ახლანდელებს კი მხოლოდ 240. ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ სენსორის დემონსტრაცია.

პასუხის დატოვება