კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა UHS-II SD ოჯახის SF-G სერიის ფლეშ მეხსიერებები – ამ კატეგორიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი. განცხადებული სიჩქარე ჩაწერია 299 მბ/წამში, ხოლო წაკითხვის სიჩქარე 300 მბ/წამში. ბარათები გათვლილია მაღალი გარჩევადობის ფოტოგადაღებებისთვის და ასევე 4K/UHD ვიდეო მატერიალის ჩაწერისთვის. SF-G სერიები მოიცავენ 32, 64 და 128გბ მოცულობის ბარათებს. წყალგამძლე, საიმედო და სტატიკური მუხტის გამძლე/ გაყიდვაში აპრილიდან შემოვა, ფასი ჯერ უცნობია.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000