Slightly Mad Studios-მა ახალი დეტალები გაამხილა ავტოსიმულატორის Project CARS 2 და პროექტის ტრეილერი გამოაქვეყნა. თამაში გამოვა Playstation 4-ზე, Xbox one-ზე და PC-ზე 2017 წლის ბოლოს, მასში 170-ზე მეტი ლიცენზირებული ავტომობილი იქნება, ასევე 60-ზე მეტი ტრასა იქნება ხელმისაწვდომი, ვირტუალური რეალობის სრული მხარდაჭერით 12K გაფართოებით. ინდი ქარი და რალი ქროსი და სხვა რბოლის ტიპები იქნება ხელმისაწვდომი. რბოლისას იცვლება ამინდი პირდაპირ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს ატმოსფერული პირობების შესაბამისად და პირდაპირვე მოხდება მართვის ცვლილება ამინდის ცვილებასთან ერთად LiveTrack 3.0 სისტემით. ანონსი ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში მოხდა. პროექტის განხორციელება ხდება ქროუდ ფანდინგით, ხოლო შექმნა კი საზოგადოების მხარდაჭერით ხდება.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება