2 კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მობილურ თამაშს Pokemon Go-ს სულ რაღაც 110 დღე დაჭირდა 800 მილიონი დოლარის საშოვნელად, ხოლო თუ ბოლო ინფორმაციას დავუჯერებთ, რომელიც Sensor Tower-ის მიერ გამოქვეყნდა თამაშის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე. თამაში ყველაზე წარმატებული მობილური აპლიკაციაა ისტორიაში, რისთვისაც 7 თვე დაჭირდა და აჯობა მეორე ადგილზე მყოფ Clash Royale-ს, რომელმაც იმავე პერიოდში მხოლოდ 550 მილიონი დოლარი იშოვა. ყოველდღიურად პოკემონ გო შემქმნელს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს აძლევს.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება