კორპორაცია Microsoft-მა წარმოადგინა უკაბელო მანიპულატორი Xbox One-ის სათამაშო კონსოლისთვის ორ ახალ დიზაინში – Winter Forces Special Edition და Ocean Shadow Special Edition.

Winter Forces Special Edition მოდელი შეღებილია არქტიკულ კამუფლიაჟში და აქვს ტექსტურული ზედაპირი, რომელიც ზრდის კომფორტს.

Ocean Shadow Special Edition ვერსია კი გამოირჩევა განსაკუთრებული ცისფერი მეტალიკის ფერით. ეს მოდიფიკაციაც ტექსტური ზედაპირით გამოირჩევა.

კონტროლერებს აქვთ მინი ჯოისტიკები და გაუმჯობესებული სამართავი ღილაკები. მოწყობილობას აქვს 3,5მმ სტერესო ბუდე, რომელზეც სათამაშო გარნიტურის მიერთებაა შესაძლებელი. უკაბელო კავშირის ბლუთუზის ადაპტერი შესაძლებლობას იძლევა პერსონალურ კომპიუტერებზე და Windows 10-ის პლანშეტებზე თამაშის. გაყიდვაში გამოვა 7 თებერვლიდან და მისი ღირებულება დაახლოებით 70 ამერიკული დოლარი იქნება.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება