Mercedes-Benz VISION EQXX – ელექტრო ავტომობილების ახალი ნიშნული

0
624

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
Mercedes-Benz VISION EQXX – ელექტრო ავტომობილების ახალი ნიშნული მერსედესმა წარმოადგინა EQXX ელექტრო ავტომობილის კონცეპტი, რომელიც წარმოადგენს 1000 კილომეტრის ელექტრო გამავლობის პრემიუმ კლასის 4 კარიან კუპეს. სავარაუო ფასი 150 000$. მომავლის დიზაინთან ერთად ავტომობილს აქვს უდაბლესი დრაგის კოეფიციენტი 0.18, რაც მიიღწევა უკანა ქვედა მოძრავი სპოილერით, აეროდინამიკული და მჩატე სპეციალური შენადნობის ალუმინის დისკებით. უნიკალური და ინოვაციური ამ ავტომობილში ბევრი რამ არის მათ შორის 201 ცხენისძალის მქონე ელექტრო ძრავი, სახურავზე განთავსებული 117 სოლარ პანელი რომელიც 25 კილომეტრამდე დამუხტავს ავტომობილს მზის დახმარებით, აღჭურვილია ულტრა თანამედროვე 8კ ენერგო ეკონომიური ეკრანით, რომელიც მთელ სამართავ დაფაშია ინტეგრირებული და შავ პიქსელებს ეკრანზე გაშავების მაგირად თიშავს ეს არაერთ სამსუნგის ამოლედ ეკრანებში გვაქვს ნანახი, ვირტუალური კომპანიონი იგივე ავტო ასისტენტიც გთავაზობთ ლოკალურ რესტორნებს, იგებს თქვენს ბრძანებებს და უტოლდება ნამდვილ ადამიანთან საუბარს. ინტერიერი დამზადებულია ვეგანური ტყავისგან რომელიც მზადდება სოკოსგან და კაკტუსის ფოთლებისგან. ავტომობილი იწონის 1750 კილოს მაგრამ აეროდინამიკის და ელემენტის პასიური თერმული შეხებითი გაგრილების დახმარებით კომპაქტურია, საბარგული და სხვა სავალი ნაწილის სტრუქტურები შექმნილია ულტრა თანამედროვე თამაშების 3დ მოდელირების მსგავსად და მაქსიმალურად დაბალია წონაში და ამავდროულად სტრუქტურულად მყარი. ელემენტი გრილდება მოძრავი ავტომობილის ქვემოდან გამავალი ნაკადით გაგრილებური შეხების მქონე მეტალის ზონით. გაჩერებისას კი საჭიროების შემთხვევაში ქულერი ირთვება. მომავალში ამ ელემენტის ა,ბ,ც,ე კლასებში დანერგვით მერსედესი შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ტესლას და სხვა წამყვან ავტო მწარმოებლებს. ამ ყველაფერში ასევე დიდი როლი ითამაშა მერსედესის ფორმულა 1-ში ჰიბრიდული სისტემის და რეკუპერაციული სისტემის გამოცდილებამ. EQS-თან შედარებით ელემენტი ზომაში განახევრებულია და 30%ით მჩატეა შეგახსენებთ რომ EQS ერთ დამუხტვაზე გადის 650 კილომეტრს. ანუ სამომავლოდ უნდა ველოდოთ საგრძნობ გაუმჯობესებას ელექტრო ავტომობილებში რომლებიც იქნება წარმოებული მერსედესის მიერ. https://youtu.be/tvG9Pg_IAWA https://fb.watch/alxFhF1DTM/ #მერსედესი #ელექტრო #ავტომობილი გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili