რამდენიმე ფოტოს გავრცელების შემდეგ ახლა უკვე ინტერნეტში ყველა კუთხიდან გადაღებული LG G6-ის ფოტოები გავრცელდა.
უკანა პანელზე მოწყობილობას ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, ორი განათების დიოდი და დაკტილოსკოპური სენსორი.
მარცხენა მხრიდან ხმის მარეგულირებელი ღილაკებია განთავსებული.
ქვედა ნაწილში ვხედავთ USB Type-C პორტს, დინამიკისა და მიკროფონის ჭრილებს.
ყურსასმენების 3,5მმ-იანი აუდიო ბუდე განლაგებულია სმარტფონის ზედა მარჯვენა ნაწილში.
LG G6-ის ეკრანი დიაგონალზე 5,7 დიუმი უნდა იყოს 1440×2880 პიქსელით, SoC Snapdragon 821 პროცესორით, მტვრისგან და წყლისგან დაცვა IP67 კლასის ან IP68 და ოპერაციულ სისტემა Android 7.0 Nougat-ზე უნდა იმუშავოს. მოწყობილობის ანონსს მობილურების მსოფლიო კონგრესზე MWV 2017-ზე თვის ბოლოს ველით.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000