Lexus (XE20) IS220D 2005-2012 მოკლე ვიდეო მიმოხილვა

0
1468

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
Lexus (XE20) IS220D 2005-2012 მოკლე ვიდეო მიმოხილვა #ლექსუსი #სედანი #მიმოხილვა დღეს საუბარი გვექნება ბიზნეს კლასის სპორტულ ავტომობილზე Lexus IS220D-ზე თხოვნა იყო არხის გამომწერ Giorgi Apshinashvili-სგან. ტოიოტა ალტეზას (რაც მის უდიდებულესობას ნიშნავს) პრემიუმ კლასის ავტომობილია კონკრეტულად საუბარი იქნება 2-ე თაობის IS220D-ზე, რომელიც 2005-დან 2012 წლამდე იწარმოებოდა. 2.2 დიზელი წარმოდგენილია 2 ძრავით 2AD-FHV 2005-2013 და 2AD-FTV 2010-2013, ეს ძრავები გვხვდება ასევე 2005–2008 Toyota Avensis, 2005–2009 Toyota Corolla Verso, 2007–2012 Toyota RAV4 და 2007–2012 Toyota Auris-ში. ძრავს გააჩნია 177 ცხენისძალა და 400 ნიუტონი მაგრამ ფეისლიფტ ვერსიაში 2010 წლიდან ძრავი უფრო ეკოლოგიური გახადეს და 27 ცხენისძალა მოაკლდა და გახდა 150 ცხენისძალიანი, შედეგად უფრო ახალი თაობის ძრავი ნაკლები ცხენისძალით 10.2 წამის მაგივრად ავტომობილი ჩქარდება 8.9 წამში და 205კმ-ის მაგივრად მაქსიმალური სიჩქარე 220კმსთ აქვს. რეალურად წვა 4.7-დან 6.8-მდე მერყეობს და ამ ორ ძრავს შორის ეკონომიაში სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია. დიზელი ძრავი 4 ცილინდრით ჩამწკრივებული ინლაინ განთავსებით და ტურბინით. უკანა მავალი ბიზნეს კლასის სპორტული ავტომობილის ეს 220D დიზელი ვერსია მხოლოდ ხელმისაწვდომია მექანიკური გადაცემათა კოლოფით. არსებობს premium, luxury, president, sport ვარიანტები განსხვავებული აღჭურვილობით და ვიზუალით (როგორც 4 კარიანი ასევე კუპე). ამ ავტომობილის ეს დიზელი Euro 4 ძრავი ძირითადად იწარმოებოდა ევროპის ქვეყნებისთვის. სრული 65 ლიტრიანი ავზით შესაძლებელია 1057კმ-ის გავლა. კონკრეტული მოთხოვნა იყო მესაუბრა გაგრილების სიტემაზე: ხაზობრივი ტიპის სოლენოიდის ტიპის EGR სარქველი გამოიყენება გამოსაბოლქვი მილით მუშაობის დროს წნევის გასაუქმებლად. EGR სენსორი აკონტროლებს სარქველის პოზიციას უფრო მაღალი სიზუსტით. EGR გაგრილებას აქვს 5 ფენის მქონე გზა, რომლითაც ძრავის გაგრილება აგრილებს აირებს, რომლებიც გადიან EGR სარქველში. ყურადღება უნდა მივაქციოთ ხოლმე გაგრილების სისტემაში ჰაერი რომ არ იყოს და დროთა განმავლობაში რომელიმე შლანს რომ არ გასდიოდეს, ზოგადად ძრავი დაახლოებით bmw x5 3.0d ტურბო ძრავის მსგავსად იმავე წნევაზე მუშაობს. 300 000კმ-ზე მეტს თავისუფლად გადიან ეს ძრავები თუ შესაბამისად თავის დროზე გაატარებთ სერვისს. ზოგადად 2013 წლიანი 2.5 L IS 300h, hybrid-ს უფრო გირჩევთ რადგანაც ეკონომიით მსგავსი იქნება და 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა მადლობა ყურადღებისთვის გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო მომავალ შეხვედრამდე. გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=/GiorgiLaluashvili Facebook: https://www.facebook.com/giolaluashviliofficial/ https://instagram.com/g.laluashvili

პასუხის დატოვება