პლანშეტების ბაზრისთვის არც ისე კარგი პერიოდია, რადგანაც გაყიდვები შემცირებულია და სიახლეებიც ნაკლებია. Lenovo-ს Tab3 8 Plus და Tab3 7 Plus-ის ანონსს შარშან სექტემბერში ველოდით, მაგრამ გადაიდო. ბოლო ინფორმაციით Tab3 8 Plus-ის დებიუტი MWC 2017-ზე მოხდება, ხოლო Tab3 7 Plus კი უკვე გაყიდვაშია.

Lenovo Tab3 7 Plus აღჭურვილია 2 კამერით წინა 2 მეგაპიქსელი და ძირითადი 5 მეგაპიქსელი, GPS,Android 6.0.1 Marshmallow და უკაბელო მოდული Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.0 მოდელის ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი TB-7703F ღირებულებით €110 მხოლოდ Wi-Fi მოდულით, ხოლო TB-7703X €140 ღირს და აღჭურვილია 4G LTE მოდემით. მოწყობილობის წონა 250 გრამია სისქე კი 8,9მმ.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება