Jawbone-მა ფიტნეს ტრეკერების გამოშვება შეწყვიტა და უფრო შემოსავლიანი, საავადმყოფოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის პროდუქციის შექმნაზე გააკეთა ფოკუსირება. კომპანიამ მოაგროვა $951 მილიონი მსხვილი ინვესტორებისგან, როგორებიცაა Andreessen Horowitz, Sequoia, Kleiner Perkins, JP Morgan, Mayfield და Khosla. ნაწილი დახარჯულია, რადგანაც ფიტნეს ტრეკერებით მოგების მიღება კომპანიას უჭირს, ბაზარზე ვარდნაა დაფიქსირებული ფიტნეს ტრეკერების სეგმენტში დაახლოებით 40%-იანი, რაც Fitbit-სა და Pebble-ზეც აისახა. კომპანია Jawbone-ის გადარჩენის გზა სამედიცინო და ჯანდაცვის მხარეა სადაც მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება.

პასუხის დატოვება