Fast Company-სგან გავრცელდა iPhone 8-ის რამდენიმე თვისება, ახლა კი DigiTimes-ისგანაც ვიგებთ ეფლის სმარტფონის შესახებ ინფორმაციას, მათზე დაყრდნობით ეფლის სმარტფონს აირის სკანერი ანუ თვალის ფერადი გარსის სკანერი ექნება ჩაშენებული iPhone 8-ში. ეს ინოვაცია ნამდვილად არ იქნება, რადგანაც თვალის სკანერი ჯერ კიდევ Lumia 950-სა და Lumia 950 XL-ზე იყო ხელმისაწვდომი და Note 7-ზეც შარშან, ამ სიახლებ შესაძლებელია აიძულოს ძველი აიფონის მფლობელებს მოწყობილობის განახლება. ირის სკანერი გამოიყენება მოწყობილობაში ან აპლიკაციაში შესასვლელად თითის ანაბეჭდის და პაროლის გამოყენების გარეშე. ამ ჭორებთან ერთად ასევე OLED პანელზეც გავრცელდა ინფორმაცია და უკაბელო დატენვაზეც და iPhone 8-ის ფასიც სავარაუდოდ 1000$ ან მეტი იქნება. ახალ აიფონ 8-ს სექტემბერში უნდა ველოდოთ.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება