კომპანია Google-მა გამოუშვა საბოლოო ვერსია ოპერაციული სისტემა Android Wear 2.0-ის ტარებადი მოწყობილობებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მაისში დაანონსდა Google I/O კონფერენციაზე. Android Wear 2.0 აძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს ციბერბლატის პერსონალიზაცია მოახდინონ და სხვადასხვა აპლიკაციების ვიდჯეტები აირჩიონ. განახლებული პლათფორმა ასევე სმარტ საათების მომხმარებლებს აპლიკაციების გადმოწერის შესაძლებლობას აძლევს სპეციალურად ტარებადი ნივთებისთვის შექმნილი Google Play-დან. ასევე ერთ-ერთი განახლებაა სმარტ საათის სმარტფონთან დაკავშირების გარეშე გამოყენება, შეძლებენ მიიღონ მიიღონ შემომავალი ზარები და დარეკონ სმარტფონის გარეშე, ასევე უპასუხონ მესიჯებს დიკტოფონით ან სპეციალური კლავიატურით, ასევე სწრაფი პასუხისთვის Smart Reply სერვისი არსებობს ანუ ჭკვიანი პასუხი, რომელიც მზა ტექსტს შემოგთავაზებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე Android Wear 2.0-ში ხმოვანი მხარდაჭერა Google Assistant-ია, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები შეძლებენ მოქმედებების განხორციელებას ხმოვანი ბრძანებებით, ამჟამად მხოლოდ ინგლისური და გერმანული ენებია ხელმისაწვდომი, სამომავლოდ ენების მხარდაჭერა გაფართოვდება. Android Wear 2.0-მდე განახლებას ბევრი სმარტ საათი მიიღებს მათ შორის: ASUS ZenWatch 2 და ZenWatch 3, Casio Smart Outdoor Watch, Huawei Watch, LG Watch R, LG Watch Urbane, Moto 360, TAG Heuer Connected და სხვა მოდელები.

პასუხის დატოვება