კომპანია Galax-მა ვიდეობარათების ასორტიმენტი შეავსო GeForce GTX 1050-თი და GeForce GTX 1050 Ti-თი. უფრო კონრეტულად კი მათი სახელებია: GeForce GTX 1050 Ti OC LP და GeForce GTX 1050 OC LP. ეს ინიციალები აღნიშნავს ვიდეობარათის დაბალპროფულურ ვარიანტს.

ამ მომენტისთვის ძალზე იშვიათია ამ კლასის ვიდეობარათებში მსგავსი დაბალპროფილურობა. ვიდეობარათი მუშაობს შემდეგ სიხშირეებზე: 1366/1468 მეგაჰერცი ბირთვზე და 7008 მეგაჰერცი მეხსიერებაზე უმცროსი ვიდეობარათი კი 1303/1417 მეგაჰერცი ბირთვზე და 7008 მეგაჰერცი მეხსიერებაზე, მეხსიერების მოცულობა შესაბამისად 2 და 4 გბ.

ვიდეობარათი მოიცავს DVI, HDMI და DisplayPort-ის ტიპის პორტებს და არ საჭიროებს დამატებით კვების წყაროს კავშირს.

პასუხის დატოვება