Ferrari-იმ წარმოადგინა, მისი ყველაზე სწრაფი და მძლავრი ავტომობილი – სპორტქარი 812 Superfast, რომელიც შეცვლის F12Berlinetta-ს. ძრავი 12 ცილინდრიანი 6,5 ლიტრიანი ცხოველია 800 ცხენისძალით. სუპერქარს სრულად მართვადი შასი აქვს Virtual Short Wheelbase 2.0 და საჭის ელექტრო გამაძლიერებელი EPS (Electric Power Steering).

აჩქარება 0-დან 100კმ/სთ-მდე 2,9 წამს საჭიროებს. მაქსიმალური სიჩქარე 340კმ/სთ, საშუალო წვა 14,9 ლიტრი 100 კილომეტრზე.

მანქანის გაბარიტებია: 4657 × 1971 × 1276, ხოლო წონა 1525კგ. ფერარის ახალი სუპერქარი წარდგება ჟენევის საერთაშორისო ავტოგამოფენაზე 2017 წლის მარტში.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება