კომპანია Bethesda Softworks-მა შეიმუშავა და გამოუშვა თამაში Fallout Shelter Xbox-ისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის. თამაში 2015 წელს iOS-სა და Android-ზე გამოვიდა. არასრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის ვერსია შარშგან გამოვიდა და სპეციალური ლანჩერით ირთვებოდა. ახლა უკვე სრულყოფილი Fallout Shelter-ის ვერსიაა ხელმისაწვდომი და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია Windows Store-დან, რაც შეეხება კონსოლების ვერსიას, ის გადაამუშავეს ისე, რომ კონტროლერიდან მართვა უფრო კომფორტული გახდა. შესაძლებელია კროსპლათფორმული შენახვაც, ანუ Xbox play Anywhere-ით შეიძლება დაიწყოთ თამაში და გააგრძელოთ პერსონალურ კომპიუტერზე. შეგახსენებთ, რომ Fallout Shelter არის თავშესაფრის სიმულატორი ცნობილი RPG სერიიდან Fallout, რომელშიც თქვენ თამაშობთ ზედამხედველის როლს.

პასუხის დატოვება