კომპანია EVGA-იმ პროცესორებისთვის განკუთვნილი თხევადი გაგრილებები EVGA CLC 120 და 280 წარმოადგინა. მისი უპირატესობებია: მაღალი ეფექტიანობა, სიჩუმე, საიმედოობა, პომპის ლოგოტიპის განათება.

ორივე მოწყობილობის კომპლექტში შედის ახალი ფენები, რომლებიც ოპტიმიზირებულია ხმაურის შემცირებისკენ და ამავდროულად მაღალი მწარმოებლურობისკენ.

მოდელი CLC 120 156 х 122 х 28 მმ რადიოატორით და ერთი 120მმ ფენით არის აღჭურვილი, რომლის სიჩქარე 500-დან 2400 ბრუნამდე წუთში დიაპაზონში რეგულირდება.

მოდელი CLC 280 კი მოიცავს 312 х 139 х 27 მმ რადიატორს და ორ ფენს 140მმ ზომის რეგულირებად  600-დან 2200 ბრუნ წამამდე დიაპაზონით. CLC 120-ის ღირებულება 90$-ია, ხოლო CLC 280-ის 130$, მწარმოებელი 5 წლიან გარანტიას იძლევა.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება