კომპანია Corning-მა, რომელიც აწარმოებს დაცვით შუშებს მობილური მოწყობილობებისთვის, წარმოადგინა 2016 წლის ჯამური წლიური მონაცემები. კვარტალის შემოსავალმა 2,476 მილიარდი დოლარი შეადგინა. სუფთა მოგება კვარტლური 1,572 მილიარდი, რაც 454%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით და 602%-ით მეტია 2015 წლის 4-ე კვარტალთან შედარებით. წლიურმა მოგებამ 9,39 მილიარდი დოლარი შეადგინა რაც 3%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. წლიური სუფთა მოგება 3,695 მილიარდი დოლარია, რაც 176%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. მწარმოებელმა ძირითად ფაქტორებში მისი წარმატებისა მისი Corning Gorilla Glass შუშების გაყიდვები დაასახელა.

პასუხის დატოვება