არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

Chevrolet Volt – საუკეთესო დატენვადი ჰიბრიდი სედანი – შევროლე ვოლტი #შევროლე #შევი #ვოლტი დღევანდელი ვიდეო იყო არხის გამომწერის ენრი გატენაძის თხოვნა, რომელსაც ვასტულებ. საუბარი გვექნება პლაგინ ჰიბრიდზე, კერძოდ საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ კომპაქტურ სედანზე ჩევროლეტ ვოლტზე იგივე შევი ვოლტზე – პირველი თაობა გამოდიოდა 2011-2015 წლებში. ჯენერალ მოტორსის პლაგ ინ ჰიბრიდი ჩევი ვოლტი ასევე ცნობილი სხვა ქვეყნებში როგორც Buick Velite 5, Holden Volt, Opel Ampera, Vauxhall Ampera. მუშაობს, როგორც სრულად ელექტრო ავტომობილი სანამ ელემენტის მოცულობა დაბალ დონემდე არ მივა, რის შემდეგაც შიდა წვის ძრავი კვებავს ელექტრო გენერატორს, როგორც პრიუსში, მაგრამ აქ ბატარეის მოცულობა გაცილებით მეტია (4.4 კილოვატის მაგივრად რაც პრიუსშია გვაქვს 4-ჯერ მეტი). რეგენერირებადი სამუხრუჭე სისტემა ასევე გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. ვოლტის ოფიციალური მაქსიმალური განვლილი მანძილის შესაძლებლობა სრულად ელექტროენერგიით ანუ ბატარეაზე არის 61 კილომეტრი, ხოლო კომბინირებული წვა 100 კილომეტრზე შიდა წვის ძრავით 5 ლიტრი, მეორე თაობაში ეს მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესდა და სრულ ელექტრო ენერგიაზე განვლილი მანძილი არის 85 კილომეტრი, ხოლო წვა 5-6 ლიტრი 100 კილომეტრზე შიდა წვის ძრავით. პირველ თაობაში 149 ცხენისძალის მქონე ძრავია 1.4 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი 84 ცხენის ძალის მქონე ძრავი და 74 ცხენის ძალის ელექტრო ძრავი, მეორე თაობა რომელიც იწარმოებოდა 2016-2019 წლებში 16 კილოვატი ბატარეის მაგივრად აღჭურვილია 18.4 კილოვატი ბატარეით, რომელიც ასევე 13-14 კილოგრამით ნაკლებს იწონის. 240 ვოლტიანი სატენით დატენვა პირველი თაობაში საჭიროებს 3 საათს, მეორეში 4.5 საათს. მეორე თაობაში ცხენები 20%-ით გაიზარდა ატკინსონის ციკლის 1.5 ლიტრი ძრავი გამოიმუშავებს 84-ის მაგივრად უკვე 101 ცხენს, ასევე ბრუნებიც 10%-ით გაიზარდა და კომპრესაციის დონეც 12.5:1-მდე გაიზარდა, მეორე თაობა მოიხმარს რეგულარს და არ საჭიროებს პრემიუმს, მუშაობს ატკინსონის ციკლზე. მეორე თაობაში შემცირებულია დაახლოებით 100 კილოგრამი წონა. ამ ავტომობილის ნაკლი ჩემი აზრით მხოლოდ ისაა, რომ პრიუსისგან განსხვავებით უკან 2 ადამიანზე მეტს ვერ დაისვამთ, რადგანაც ბატარეა ტ ფორმის განთავსებულია შუა ნაწილში და რეალურად 4 ადამიანის კომფორტულად მგაზვრობისთვისაა გათვლილი, რაც მეორე თაობაში ასე თუ ისე გამოსწორდა და უკვე 3-ე ადამიანს ჩაისვამთ. ვისაც ავტოფარეხი გაქვთ იდეალური პლაგ ინ ჰიბრიდი სედანია, რადგანაც პრიუსზე და მსგავსებზე ეკონომიურია და ჩვეულებრივ ღამე დატენი, გარდა ამისა ასევე თუ არ დატენით ისეც არ დაგტოვებთ გზაში როგორც ნისან ლიფი და ლიფისგან განსხვავებით შევროლეტ ვოლტს ბატარეები პასიური გაგრილების არ აქვს და მისი წლიური ბატარეის ცვეთა 1-2% იქნება ნისან ლიფის კი 5-10%. ჩემი აზრით ეს სედანი პირდაპირი კონკურენტია ტოიოტა ორიუსის და ჰონდა ინსაითის.

პასუხის დატოვება