კომპანია Antec-მა წარმოადგინა ახალი მოდელი ქულერის (გაგრილების) Rainbow 120 RGB, რომლის სახელიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ ქულერს RGB განათება აქვს 256 ფერით, ასევე დინამიური რეჟიმები: პულსირება და სუნთქვა.

სინამდვილეში Rainbow 120 RGB-ის მხოლოდ 7 ფერი აქვს, როგორც ცისარტყელას, ხოლო ეფექტი “გადასხმის” დაგანახებთ 256 ფერს, აღსანიშნავია ასევე ფრთები, რომლებიც გამჭირვალე არაა და არის სარკისებრი. კორპუსის სამაგრის მაგივრად რეზინების ფენები გამოიყენება. ნაკლი სიჩქარის დიაპაზონის შეზღუდულობაა. მაქსიმალური სიჩქარე ბრუნვის 1200 ბრუნია წუთში, ნაკადი 42,67 CFM, ხოლო ხმაურის დონე 24,8 dba, მუშაობს 0,3 ამპერზე, რაც 12 ვოლტზე 3,6 ვატია, სისქე სტანდარტულია 25მმ, შესაძლებელია ვიხილოთ ასევე 140მმ ვარიანტი.

 

პასუხის დატოვება