ჭორები გავრცელდა, რომ AMD-ის Ryzen პროცესორები 6 ბირთვიანი ვარიანტის გარეშე გამოვა გაყიდვაში ანუ მყიდველს არჩევანის გაკეთება შეეძლება მხოლოდ 4 და 8 ბირთვიან პროცესორებს შორის.

თუ ჭორი მართალი აღმოჩნდა ვერ ვიხილავთ ვერც 2 ბირთვიან პროცესორებს, მაგრამ შესაძლებელი იქნება ვიხილოთ 4 ბირთვით/4 ნაკადით (SMT-ის გარეშე), 4 ბირთვით/8 ნაკადით(SMT-ით), 8 ბირთვით/8 ნაკადით და 8 ბირთვით/16 ნაკადით.

ჯერ არ ვიცით ზუსტად ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორებზეა დაფუძნებული, მაგრამ თუ ასე აღმოჩნდა AMD-ის გაუჭირდება ინტელის 6 ბირთვიანი Broadwell-E სერიის i7 6800K-სა  და i7 6850K პროცესორებისთვის კონკურენციის გაწევა.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება