კომპიუტერული ხედვა და სურათის ამოცნობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრარულ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ბოლო წლებში წარმოსახვიდან რეალობად იქცა. ეს ყველაფერი აშკარა იყო მომხმარებელთა ელექტრონულ შოუზე (CES 2017) რამდენიმე თვის წინ. წარმოგიდგენთ 8 ახალ კომპიუტერული ხედვის გზას.

  1. თვითმართვადი ავტომობილები

უპილოტო (თვითმავალი) ავტომობილები – ყველაზე დიდი კომპიუტერული ხედვა ავტომობილების ინდუსტრიიდან მოდის, კერძოდ ნაწილობრივ და სრულად ავტონომური თვითმავალი უპილოტო ავტომობილების სახით. NVIDIA, რომელიც ღრმა სწავლაში უკვე დაეხმარა საავტომობილო ინდუსტრიას მძლავრი გრაფიკული პროცესორის წყალობით, განაგრძობს ინოვაციების წარმოდგენას კერძოდ NVIDIA Drive PX 2 თვითმავალი უპილოტო ავტომობილის პლათფორმა, რომელსაც Tesla, Volvo, Audi, BMW და Mercedes-Benz-ი იყენებენ. წარმოადგენს გაწვრთნილ კომპიუტერულ ხედვას და სხვა ქსელებს, ამ შემთხვევაში Lidar, Radar და Ultrasonic სენსორებს და რამდენიმე კამერას, რომლებიც გარემოს ,გზის ხაზების,ავტომობილების და სხვა დეტალების აღქმაში გვეხმარება. Nvidia და Audi გეგმავენ სრულიად უპილოტო თვითმართვადი ავტონომიური ავტომობილის გაშვებას გზებზე 2020 წლისთვის.

2. პერსონალიზაცია

ავტომობილის კონფიგურაცია გაადვილდება სახის ამომცნობი ტექნოლოგიების განვითარების დახმარებით. Panasonic Chrysler Portal არის კონცეფცია კამერებით საჭესთან და ავტომობილის გარეთ, რომელიც იყენებს კომპიუტერულ ხედვას, ზუსტ დროში მძღოლის ამოცნობა შეუძლია იქამდეც კი სანამ საჭესთან მივა, ანახლებს მუსიკების ჟანრს, საჭის ადგილმდებარეობას, სავარძლის პოზიციას, ტემპერატურას და სხვა. მძღოლის გარდა პასაჟირებსის ამოცნობა და შესაბამისი ხმაურის ჩახშობა, სავარძლის პოზიცია, ხმაურის შემცირება,მუსიკის შერჩევა და სხვა ფუნქციების ცვლილება იქნება შესაძლებელი, რომელიც ავტომატურად განახლდება და ისეთ სერვისებში, როგორიცაა Uber და Lyft ანუ ავტომობილების გაზიარების (პრაკატის სერვისებში) მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

3. ინტერფეისები

კომპიუტერული ხედვა, თვალის თვალთვალის ტექნოლოგიამ გეიმინგიდან და ლეპტოპებიდან მომხმარებელთა და ბიზნეს კომპიუტერინგში გადაინაცვლა, რომელიც კონტროლის შესაძლებლობას აძლევს ისეთ მომხმარებლებს, რომელთაც ხელების გამოყენება არ შეუძლიათ (შშმპ პირები) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. BMW და VW ხელით მოძრაობის ამომცნობ ტექნოლოგიებს სამომავლო ავტომობილებში შეიტანენ, მიმიკის, მოძრაობების ამოცნობა, სახის ანალიზი, მოქმედების ამოცნობა და სხვა დაეხმარება მომხმარებელს ტელევიზიიდან და საკაბელო ყუთებიდან, ჭკვიანი ნათურების და თერმოსტატის კონტროლი განახორციელოს.

4. ხელსაწყოები

ძვირადღირებული მაცივრის კამერები, რომლებიც გიჩვენებთ ვიდეო მასალას იმისა, თუ რა არის მაცივარში არი არის რევოლუციური, მაგრამ ძველი მაცივრის ახალი კამერით აღჭურვა, რომელსაც შეუძლია სურათის, ფოტოს ამოცნობა და იმის თქმა თუ როდის გეწურებათ კონკრეტული საკვები ნამდვილად რევოლუციონალურია. გარდა პირდაპირ სტრიმინგისა თქვენს სმარტფონზე საკვები პროდუქციის სიის, Smarter Fridge Cam,

რომელიც მაგრდება თქვენი მაცივრის უკანა ნაწილში, იყენებს სურათის ამოცნობას, რათა ვადის ამოწურვის შესახებ და პროდუქციის შესახებ შეგატყობინოთ, ეს კი სულ რაღაც 100$-ად ნამდვილად ხელმისაწვდომია.

5. ციფრული ნიშნულები

კომპიუტერული ხედვის ფორმა, რომელსაც პოტენციალი გააჩნია გადააქციოს ბანერი და სხვა რეკლამები საჯარო ადგილებში, მუზეუმებში, სტადიონებსა თუ პარკებში.

Panasonic-მა დემონსტრირება გააკეთა მეფინგის ტექნოლოგიის, რომელსაც Dynamic Projection mapping უწოდა, იყენებს ინფრარედ მარკერებს უხილავს ადამიანის თვალისთვის და ასევე ვიდეო სტაბილიზატორს, რათა პროექტირებულ რეკლამებს ბანერებზე დაეხმაროს რეალური მოძრაობის მიმიკაში, როდესაც დროშები ქარში მოძრაობენ მაშინაც კი, თითქოს და ამობეჭდილი იყოს რეკლამა ბანერებზე.

6. სმარტფონები და აუგმენტირებული რეალობა (AR)

Pokemon Go ერთ-ერთი აუგმენტირებული რეალობის პირველი მასიური აპლიკაცია იყო, დაფუძნებული GPS და ტრიანგულაციის ტექნოლოგიაზე, რათა მიეღჭია რეალობის შეგრძნებისთვის. Lenovo-მ Phab2-ით გუგლის Google Tango-ს პირველად გამოყენებით, რომელიც რამდენიმე სენსორის მიქსით და კომპიუტერული ხედვის პროგრამით ნახულობს თუ რა არის სურათებში, ვიდეოებში და რეალურ სამყაროში ზუსტად დროში კამერის ლინზის გამოყენებით. ZenPhone AR Asus-ის პირველი ტანგო მოწყობილობა მასაც მსგავსი ფუნქციები აქვს მოძრაობის აღქმა, სიღრმის აღქმა და ზუსტი ადგილის პოზიციონირების შესაძლებლობა.

7. კამერები

კომპიუტერული ხედვის ცენტრალური პლათფორმა სწორედ კამერაა, ახალი კამერების ფუნქციები ხდება უფრო ჭკვიანი, ემატება ახალი ფუნქციები, რომელიც სცდება ადამიანთა შესაძლებლობებს. FLiR Systems-მა წარმოადგინა თერმული ხედვის კამერები, რომელიც სითბოს სენსორული კომპიუტერული ხედვით არის აღჭურვილი. ექშენ კამერების მსგავსია, როგორიცაა GoPro შეიძლება მიმაგრდეს დრონზე და სითბოს მიდევნება მოხდეს, რათა რაიმე ჯონვის დაფიქსირება მოხდეს ქარხანაში, ნავთობის ბიზნესში და სხვა.

8. რობოტები

რობოტები მექანიკური გამოწვევის ერთ-ერთი ნაწილია და ამასთან ხელოვნური ინტელექტისაც. რობოტები როგორც იქნა ფილმებიდან მომხმარებელთა და ბიზნეს ბაზრებზე იწყებენ ფუნქციონირებას. შეუძლიათ ამოიცნონ ვისთან აქვთ ურთიერთობა. ITRI’s Intelligent Vision System იყენებს ღრმა სწავლის და კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიებს, რათა ამოიცნოს განსხვავებული ზომის ობიექტები (სათამაშო ფიგურები, ყავის ჭიქები) და მათი ადგილმდებარეობები, რათა მათი აღება და გადაადგილება შეძლონ.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება