იაპონიის მთავრობამ პროგრამის განხორციელება დაისახა, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის ქვეყნის გზებზე უპილოტო სატვირთო ავტოკოლონები გამოჩნდებიან. უპილოტო სატვირთოების ავტოკოლონები უკაბელო კავშირით იქნებიან დაკავშირებული წამყვან სატრანსპორტო საშუალებასთან, რათა დროული დამუხრუჭება და აჩქარება შესაბამისი დისტანციით და შესაბამის დროში მოახერხონ, რასაც კარავანი (platooning) უწოდეს. არის იმედები, რომ იაპონიის ლოგისტიკას ეს ტექნოლოგია დაეხმარება არასაკმარისი სატვირთოების მძღოლების პრობლემის გადაწყვეტაში და  ხშირი დამუხრუჭება აჩქარების თავიდან აცილებაში, რაც მთიანი გარემოს გამო ხშირად ჩნდება. Isuzu Motors და Hino Motors უკვე ერთად მუშაობენ ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემაზე, რომელიც აუცილებელია სატვირთო ავტომობილების კარავანის სამართავად. პირველი ცდები უპილოტო თვითმართვადი სატვირთო კოლონების იაპონიაში 2018 წელს ჩატარდება, თავის მხრივ კი გერმანული კომპანია Daimler მუშაობს ავტონომიური სატვირთოების კარავანის თავის სისტემაზე, რომლის წარმოდგენასაც 2025 წლისთვის გეგმავს.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება