მსოფლიოში პირველი კაფე კონსტანტინოპოლში 1555 წელს გაიხნა. 400 წლის შემდეგ სან-ფრანცისკოში გახსნეს მინი კაფე Cafe X, რომელიც დემონსტრირებაა იმისა, რომ მსოფლიო ამ წლების მანძილზე შეიცვალა. ბარისტის მაგივრად, რომელიც სპეციალისტია ყავის და სხვა სასმელების დამზადებაში აქ უკვე მომხმარებლებს გვემსახურება რობოტი.

მცირე ზომის კაფეში დაყენებულია ორი პროფესიონალური ყავისმანქანები WMF, რომლებიც იმართება რობოტიზირებული ხელით, ზედმეტსახელად გორდონი (Gordon). რობოტს შეუძლია დაამზადოს 100-დან 200 ჭიქამდე ყავა საათში. ექსპრესოს ჭიქა მომხმარებელს 2,25$ დაუჯდება, ლატე 2,95$. შეკვეთის მიცემა შესაძლებელია კაფეტერიაში ან მოშორებითაც მობილური აპლიკაციის გამოყენებით, დროის მითითებით, თუ როდის წაიღებთ სასმელს. პროგრამული უზრუნველყოფა აწესრიგებს შეკვეთებს, რათა მომხმარებლებმა დრო არ დაკარგონ რიგში.

Cafe X-ის დამფუძნებელი ჰენრი ჰიუ (Henry Hu) აცხადებს, რომ მას იდეა რობოტიზირებული კაფის გახსნის შესახებ დაებადა, როდესაც ფოლკსვაგენის ქარხანას ესტუმრა ვოლსბურგში (გერმანიაში), სადაც ნახა ასეულობით რობოტი, რომლებიც ავტომობილების წარმოებაში გამოიყენებოდა (კარგი იქნებოდა ასეთი ერთის ქონა ყავის დასამზადებლად) გაიფიქრა ჰენრიმ. ჰენრი ჰიუმ გატესტა ტექნოლოგია Cafe X ჰონგკონგის ოფისში, ახლა ჰონგ კონგის ტექნოლოგიურ პარკში კიდევ მუშაობს რობოტიზირებული Cafe X.

შარშან Cafe X-ის პროექტს მხარი დაუჭირეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა: Khosla Ventures, Social Capital, Jason Calacanis, Felicis Ventures, Silicon Valley Bank და The Thiel Foundation. ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი დოლარი. უახლოეს მომავალში მინი კაფე Cafe X-ს ვიხილავთ ფრიმონტში (კალიფორნია).

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება