ალბათ არასოდეს წახვალთ მარსზე, იცურებთ დელფინებთან ერთად, გაირბენთ ოლიმპიადაზე 100 მეტრს ან იმღერებთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. მაგრამ თუ ვირტუალური რეალობა მის პირობას შეასრულებს, თქვენ ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და უფრო მეტისაც ამისთვის კი სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. რეალური სამყაროსგან განსხვავებით (სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ), ვირტუალური რეალობა გულისხმობს სიმულაციას ჩვენი სამყაროს ბიტების (ან საერთოდ წარმოსახვით სამყაროს) მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერების გამოყენებით და სენსორული მოწყობილობების დახმარებით, როგორებიცაა ხელთათმანები და ჩაფხუტები. გარდა თამაშებისა და გასართობი საქმიანობისა, ის გამოიყენებოდა პილოტების საწვრთნელად და მეცნიერებს კომპლექსური პრობლემების დაძლევაში ეხმარება. როგორ მუშაობს ვირტუალური რეალობა? მოდით ვნახოთ უფრო დეტალურად!

რა არის ვირტუალური რეალობა?

ვირტუალური რეალობა (VR) ნიშნავს შეიგრძნო სამყარო და ნივთები კომპიუტერის დახმარებით, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. იდეა ახალი არ არის. როდესაც საოცარ Canaletto-ს ნახატს უყურებთ, თქვენ შეიგრძნობთ ხმას და გარემოს იტალიის, როგორიც ის იყო 250 წლის წინად – ესეც ვირტუალური რეალობის მაგვარია. თუ მოუსმენთ ინსტრუმენტალურ მუსიკას ან კლასიკურ მუსიკას თვალდახუჭული და იოცნებებთ საგნების შესახებ, ესეც ვირტუალური რეალობის მაგალითია – შეგრძნება სამყაროსი რომელიც რეალობაში არ არსებობს? დაკარგეთ თქვენი თავი წიგნში ან ფილმში? ესეც ვირტუალური რეალობის სახეა?

თუ ჩვენ გვსურს გავიგოთ თუ რატომ არ არის წიგნები, ფილმები, ნახატები და მუსიკის ნაწყვეტები ვირტუალური რეალობა, ჩვენ დაგვჭირდება ვირტუალური რეალობის Vr-ის სუფთად განმარტება და განსაზღვრა. ჩვენ განვსაზღვრავთ მას, როგორც:

დამაჯერებელ 3დ ინტერაქტიულ კომპიუტერის მიერ შემნილ სამყაროდ, რომელიც შეგიძლიათ შეისწავლოთ, გრძნობთ თითქოს ნამდვილად იქ იმყოფებით, როგორც მენტალურად ისე ფიზიკურად.

ვირტუალური რეალობა არის:

  1. დამაჯერებელი: თქვენ ნამდვილად შეიგრძნობთ თითქოს ხართ ვირტუალურ სამყაროში (მარსზე ან სადმე სხვაგან) და ამ ილუზიის დაჯერების გარეშე ვირტუალური რეალობა გაქრება.
  2. ინტერაქტიული: როდესაც მოძრაობთ ვირტუალური სამყაროც მოძრაობს თქვენთან ერთად. შეგიძლიათ 3დ ფილმის ყურება ან მთვარეზე გადასვლა – მაგრამ ის არ არის არავითარ შემთხვევაში ინტერაქტიული.
  3. კომპიუტერის მიერ გენერირებული: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან მძლავრი მანქანები, რეალისტური 3დ კომპიუტერული გრაფიკებით არიან იმდენად სწრაფები, რომ ინტერაქტიულ, დამაჯერებელ, ალტერნატიულ სამყაროებს ქმნიან და ცვლიან რეალურ დროში ჩვენი მოძრაობის პროცესში.
  4. გამოკვლევადი: ვირტუალური რეალობა, ვირტუალური სამყარო უნდა იყოს დიდი და დეტალური საკმარისად, რათა შეისწავლოთ ის. როგორი რეალისტურიც არ უნდა იყოს ნახატი ის გიჩვენებთ მხოლოდ ერთ სცენას, ერთი გადმოსახედიდან. წიგნს შეუძლია აღწეროს კომპლექსური ვირტუალური სამყარო, მაგრამ თქვენ მხოლოდ ხაზობრივად შეძლებთ მის შესწავლას, როგორც მას ავტორი აღწერს.
  5. იმერსიული: რათა დამაჯერებელიც იყოს და ინტერაქტიულიც, ვირტუალური რეალობა საჭიროებს ორივეს ჩართულობას თქვენი სხეულისაც და გონებისაც. ომის არტისტების ნახატებმა შეიძლება კონფლიქტის მცირე შეხედულებას გვაძლევს, მაგრამ მთლიან ვიზუალს, ხმას, სუნს, გემოს და შეგრძნებას ბრძოლისას ვერ გვაძლევს. შეიძლება ჩხუბის სიმულატორი ითამაშოთ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც საკმაოდ რეალისტურია, მაგრამ ინტერაქტიული შეგრძნება რეალური ბრძოლის (ვერტმფრენის ფრენის,ვიბრაციის და სხვა) შეგრძნებას ვერ გადმოგცემთ.

აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ წიგნის წაკითხვა, სურათის ცქერა, მუსიკის მოსმენა, და ფილმის ყურება ვერ კვალიფიცირდება ვირტუალურ რეალობად. ყველა მათგანი მცირე შეხედულებას გვაძლევს სხვა რეალობის, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ინტერაქტიული, დამაჯერებელი, და გამოკვლევადი. თუ ფილმს კინოთეატრში უყურებთ სავარძელში ზიხართ და დიდ გამოსახულებას უყურებთ მარსისას ეკრანზე, და თავს ძალიან უკან გაწევთ მიხვდებით, რომ დედამიწაზე იმყოფებით და ილუზია გაქრება. თუ რაიმე საინტერესოს დაინახავთ ეკრანზე თქვენ არ შეგიძლიათ მას მიწვდეთ და შეეხოთ, დაარტყათ მას ან მიუახლოვდეთ, ისევ ილუზია გაქრება. ამიტომ ასეთი გართობის ფორმები პასიურია: მაგრამ როგორი რეალურიც არ უნდა იყოს თქვენთან კონტაქტში ვერავითარი გზით ვერ შემოდის.

ვირტუალური რეალობის სახეები,ფორმები:

ვირტუალური რეალობა ხშირად გამოიყენებოდა, როგორც ვიდეო თამაშების და 3დ ფილმების მარკეტინგული სიტყვა, რომლებიც ვირუალურ რეალობად არ ითვლება, რადგანაც ისინი იმერსიას ან ნაწილობრივ ან სრულად ახდენენ ვირტუალურ სამყაროში. მოიძიეთ თქვენს სმარტფონში სიტყვა ვირტუალური რეალობა და თქვენ ათასობით შედეგებს მიიღებთ, სმარტფონის ეკრანი კი ახლოსაც ვერ მოვა რეალური ვირტუალური სამყაროს შეგრძნებასთან. ინტერაქტიული თამაშები და კომპიუტერული სიმულატორები მხოლოდ ნაწილებს შეადგენენ ვირტუალური რეალობის განსაზღვრების. ვირტუალური რეალობის აშენების, შექმნის რამდენიმე გზა არსებობს და ერთზე მეტი გემო ვირტუალური რეალობის. მოდით განვიხილოთ მათი ვარიაციები (სახეები,ფორმები):

მთლიანად იმერსიული

სრული ვირტუალური რეალობის შეგრძნებისთვის 3 რამ გვჭირდება. პირველი რეალობასთან მიახლოვებული და დეტალური ვირტუალური სამყარო, კომპიუტერული მოდელი ან სიმულაცია. მეორემძლავრი კომპიუტერი რომელსაც შეუძლია აღიქვას სად მივდივართ და შეგრძნება შესაბამისად მოგვარგოს, რეალურ დროში (რათა გავიგოთ ცვლილებები და დავინახოთ, მოძრაობის პროცესში, როგორც რეალობაში). მესამე მოწყობილობა მიერთებული კომპიუტერში, რომელის მთლიანად ვირტუალური სამყაროს იმერსიას ანხორციელებს, რომელშიც ვართ. ჩვეულებრივ ეგრედწოდებული ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი დაგვჭირდება (HMD) ორი ეკრანით და სტერეო ხმით, ან ერთი და მეტი ხელთათმანი სენსორული. ასევე შეგვიძლია ვიმოძრაოთ სახლში, ყურსასმენებით ან ლაუდსფიქერით.

არა იმერსიული:

ძალზე რალისტური ფრენის სიმულატორი სახლის პერსონალურ კომპიუტერზე არის არა იმერსიული ვირტუალური რეალობა, რომელიც იყენებს ეკრანს და ყურსასმენებს ან დინამიკებს და რეალისტურ ჯოისტიკს ან სხვა სახის კონტროლერს. ყველას არ სურს სრული იმერსია ალტერნატიულ რეალობაში. მაუსით არქიტეკტურის 3დ მოდელის შესწავლა ზოგიერთისთვის კლასიფიცირდება, როგორც ვირტუალური რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულად იმერსიული არ არის. კომპიუტერების არქეოლოგები ხშირად ქმნიან 3დ რეკონსტრუქციებს, რომლებშიც მოძრაობა შეგიძლიათ და შესწავლა. ისინი არ ქმნიან ხმებს, სუნს და გემოს, მაგრამ გაძლევენ ფართო შეგრძნებას ჩვეულებრივ ნახატთან და ანიმაციურ ფილმთან შედარებით.

კოლაბორაციული

ვირტუალური სამყარო როგორიცაა თამაში minecraft? ითვლება თუ არა ის ვირტუალურ რეალობად? ისინი ჩვენი კრიტერიუმებიდან 4-ს აკმაყოფილებენ (დამაჯერებელია, ინტერაქტიულია,კომპიუტერის მიერაა შექმნილი და შესწავლადია), მაგრამ მეხუთეს ვერ აკმაყოფილებენ, ისინი სრულ იმერსიას ვერ ანხორციელებენ. გვთავზობენ მართლაც, რომ საკმაოდ კარგ გრაფიკულ ვირტუალურ რეალობას: რეალურ დროსთან მიახლოვებულ შეგრძნებების გაზიარებას ვირტუალური სამყაროს დახმარებით სხვა ადამიანებთან. კოლაბორაცია და გაზიარება მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება ვირტუალური სამყაროსი მომავალში.

აუგმენტირებული რეალობა

მობილური მოწყობილობები, სმარტფონები და ტაბლეტები ჩვენს ხელთ არსებული სუპერკომპიუტერებია. აუგმენტირებული რეალობა ჩვენს წინ არსებული რეალობის გაუმჯობესებული ვარიანტია. დაუმიზნებთ სმარტფონს კონკრეტულ წერტილს, შენობას ან საინტერესო ინფორმაცია და საინტერესო ინფორმაცია იღებთ ვირტუალურ ვებ გვერდზე. აქ ვირტუალური არაფერია, მაგრამ იდეა ნავიგაციის დაშესწავლის ორივეს ერთად განხორციელების ვირტუალურ რეალობასთან საერთოა. მაგალითად როგორ ახერხებს მობილური მოწყობილობა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას? როგორ იცვლება თქვენს ტაბლეტზე გამოსახული ინფორმაცია როდესაც ქალაქში მოძრაობთ? ტექნიკურად ეს პრობლემები არის მსგავსი რომელსაც ვირტუალური რეალობის სისტემების დეველოპერები ჭრიან, ამიტომაც ვირტუალურ რეალობასა და აუგმენირებულ რეალობას შორის არის რაღაც კავშირი.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება