კომპანია New Japan Radio Co. (JRC)-იმ წარმოადგინა ჭკვიანი ავტომობილის სავარძლის პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია მძღოლის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის შეკრება. სიდენია აღჭურვილია სპეციალური მიკრო დეტეკტორებით. სისტემა იძლევა ინფორმაციას გულის ცემის და სუნთქვის რიტმის შესახებ, რის საფუძველზეც ავტომობილის მძღოლის მდგომარეობას განსაზღვრავს. მაგალითისთვის სისტემას შეუძლია გამოარკვიოს ცუდად გრძნობს თუ არა მძღოლი თავს და ხომ არ ეძინება მას, ამ შემთხვევაში განგაშის სიგნალს იძლევა და არ აძლევს მძღოლ დაძინების საშუალებას საჭესთან, რაც საგზაო უსაფრთხოებას ზრდის. კომერციალიზაცია დაგეგმილია 2020 წლისთვის და ბლოკის ღირებულება რამდენიმე ათეული აშშ დოლარი იქნება.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება