ზედმეტი წონა ადამიანებს ბევრ პრობლემას უქმნის. ესთეტიკურის გარდა, გასუქება დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომაც აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა გასუქების წინააღმდენ მთელს მსოფლიოში. საჭიროა კვების ნორმალიზება, მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ნებისყოფის ძალა საკმარისი, მათთვის სპეციალური იმპლანტი შექმნა სახელად vBloc, რომელიც ბლოკავს ტვინში მიმავალ შიმშილის სიგნალებს. მოწყობილობა ამერიკული კომპანია EnteroMedics-ის მიერ არის შემუშავებული წააგავს კარდიოსტიმულატორს, ქირურგიული ოპერაციით vBloc-ს კუჭის მიდამოში ანთავსებენ კანქვეშ, შემდეგ აერთებენ 2 შნურს ნერვზე. სწორეთ ეს ნერვი აკონტროლებს კუჭის წვენის გამოყოფას და უკუ კავშირს ანხორციელებს აწვდის გონებას შიმშილის და გაძღომის სიგნალებს. იმპლანტის ჩაყენების შემდეგ 2-3 კვირაში იწყება მუშაობა, ოპერაციიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის მუშაობს 14 საათი ყოველდღე, ბატარეა 10 წელი ძლებს, კონტროლი ხდება უსადენოდ აპლიკაციით შესაძლებელია იმპლანტის ინტენსიურობის ზრდა სიგნალის, პაციენტს ნაკლებად შივდება და ნაკლებ საკვებს მოიხმარს, რაც თავის მხრივ წონაში აკლებინებს. იმპლანტი 18,5 ათასი დოლარი ღირს (ოპერაციაც ფასში შედის).

პასუხის დატოვება