MWC-ზე (Mobile World Congress 27 თებერვალი – 2 მარტი) ბარსელონაში მოხდება ფლაგმანური სმარტფონის Nokia P1-ის პრეზენტაცია. მისი მონაცემები ჩინური გამოცემა Economic Daily News (EDN)-დან გახდა ცნობილი. ახალი მოწყობილობა HMD Global-ისგან, კომპანია, რომელიც აწარმოებს ტელეფონების გაყიდვას Nokia-ს მარკით. მოდელი Nokia P1 იქნება აღჭურვილი 5,3 დიუმიანი ეკრანით, Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით და 6გბ ოპერატიული მეხსიერებით, 256გბ ჩაშენებული ფლეშ მეხსიერებით. აპარატს უკაბელო დატენვის შესაძლებლობა, წყლისა და მტვრისგან თავდაცვა ექნება.