რამდენიმე წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეძლეს შეეცვალათ ადამიანთა წარმოდგენა ყოველდღიური ნივთების მიმართ. კითხვა თუ როგორ შევარჩიოთ სწორად სმარტფონი როგორც არასდროს აქტუალურია, რადგანაც მათი ასორციმენტი დიდია და გარდა ამისა სიახლეები ყოველდღე გვხვდება. პირველ რიგში მოდით ვნახოთ რას წარმოადგენს თანამედროვე “ჭკვიანი” ტელეფონი.

რა არის სმარტფონი და რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა

მომხმარებლები შოკში არიან მრავალფეროვნებით სმარტფონების, პლანშეტფონი,კამერაფონი,ფაბლეტი, და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ეს იგივეა, რადგანაც ყველა მათგანი მობილური მოწყობილობაა, მიეკუთვნება “ჭკვიანი” ტელეფონის “სმარტ” (ინგლისურ ენაზე). ანალოგები არიან ჯიბის კომპიუტერის, უფრო კონკრეტულად, ზღვარი ამ ორ გაგებას შორის უკვე აღარ არსებობს, წაიშალა, ასევე ზღვარი პლანშეტებსა და სმარტფონებს შორიც აღარ არის. დარეკვის შესაძლებლობას გვაძლევს სმარტფონი განსხვავებით ზოგიერთი პლანშეტისგან, რომელსაც სიმ  ბარათის სლოტი არ გააჩნია, მათი განსხვავება დიაგონალით ხდება ანუ ზომით, 5 დიუმზე ან ნაკლები ზომის მოწყობილობებს სმარტფონს უწოდებენ, ხოლო 7 დიუმიან  და მეტს კი პლანშეტს. თუკი სმარტფონის არჩევანზე დგება საქმე საჭიროა იყოს ნამდვილი პორტატული ჯიბის კომპიუტერი, მრავალფუნქციური შესაძლებლობებით. მთავარი კითხვა კი შემდეგია როგორ არ ავირიოთ ასეთი მოწყობილობის არჩევისას გიგანტურ ლაბირინთში და ავირჩიოთ ზუსტად ის თუ რაც გვინდა.

სმარტფონის კლასის არჩევა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რითიც უნდა დავიწყოთ. რას ელის პოტენციური მომხმარებელი კონკრეტული მოწყობილობისგან? რა თანხა გააჩნია მას?კონკრეტულად რისთვის უნდა მას სმარტფონი? არსებობს სხვადასხვა კლასი “ჭკვიანი” მობილური მოწყობილობების – ბიუჯეტური, დაცული, მულტიმედიური და ასე შემდეგ. რომლი მათგანი გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ?

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასია ეგრედწოდებული “ორსიმიანი” სმარტფონი” გათვილი 2 სიმ ბარათზე. გვიადვილებს ნომრის პირად და სამუშაო გამოყენებას, ტარიფების არჩევა ინტერნეტის ერთ სიმზე სადაც უფრო იაფია, ასევე არსებობს 3 სიმ ბარათიანი სმარტფონებიც.

ვინც აქტიურ ცხოვრების სტილს ეწევა, ექსტრემალური სპორტიტაა დაკავებული აჯობებს დაცული კლასის მობილური მოწყობილობის ყიდვა. დავარდნას და დარტყმას უძლებენ კორპუსის სიმყარის ხარჯზე, ზოგიერთი წყალში ვარდნასაც უძლებს რამდენიმე ათეულ მეტრზე და სხვა.

ვისაც გადაღება უყვარს ვიდეოსი და ფოტოსურათების ვურჩევთ შეიძინონ კამერაფონი, სმარტფონი აღჭურვილი კარგი კამერით. დღეს თითქმის ყველა ფლაგმანი კარგი კამერითაა აღჭურვილი, ციფრულ აპარატს არ ჩამოუვარდება ხარისხით, ასეთი მობილური მოწყობილობები გათვლილია ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ.

ცალკე კატეგორიაში შეიძლება შევიტანოთ პრემიუმ კლასის მოწყობილობები, როგორც წესი ეს იმიჯის სმარტფონებია, რომელთაც უნიკალური დიზაინი აქვთ და ამის გამო საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნების საგანს წარმოადგენენ. შესაძლებელია თანხის დაზოგვა სმარტფონის ქეისით აღჭურვით, რომელიც მას უნიკალურობას შესძენს.

ყველას ვისთვისაც სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს რეკომენდირებულია VIP კლასის სმარტფონები. პირველ რიგში მათ განასხვავებს ძვირადღირებული მატერიალები – პლატინა ან ოქრო, ტყავი და იშვიათიხის ჯიში, ჩაშენებული ძვირადღირებული ქვები.

მათ ვისაც შედარებით ნაკლები თანხა გააჩნია უნდა გააკეთონ არჩევანი ბიუჯეტური კლასის სმარტფონებზე 200$-მდე ღირებულების, არჩევანი უნდა გაკეთდეს ფასის და ხარისხის შესაბამისობით.

სმარტფონის ოპერაციული სისტემის სწორი შერჩევა

პლატფორმა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს ჩვენი ახალი ჭკვიანი მობილური მოწყობილობის შერჩევისას. ოპერაციული სისტემის შერჩევის შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს მობილური მოწყობილობა და რას შეიძლება ველოდოთ მისგან. ყოველ პლათფორმაზე შემუშავებულია კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა. ყველაზე ცნობილი ოპერაციული სისტემებია iOS, Android და Windows Phone, მაგრამ ყველაზე პოპულარული პირველი ორია iOS და Android.

ავღნიშნოთ, რომ გავრცელებულია Android, რადგანაც ვაშლის ყიდვის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. სმარტფონის მწარმოებელ კომპანიათა უმეტესობა სწორედ Android-ის ბაზაზე უშვებს მოწყობილობებს. პრაკტიკა გვიჩვენებს,რომ აქტიური მომხმარებლისთვისაც უფასო აპლიკაციები მნიშვნელოვანია. ოპერაციული სისტემა უნდა იყოს მოქნილი და ადვილად გამოყენებადი, უნდა იცვლებოდეს და განიცდიდეს სრულყოფას.

iOS-ის მთავარ უპირატესობებს შორის აღსანიშნავია სტაბილური მუშაობა და სანდო დაცულობა ვირუსებისგან. მაგრამ ბევრს არ მოსწონს დახურული კოდი, რაც შეზღუდავს მომხმარებელს. გარდა ამისა ვაშლის მოწყობილობებს უშვებს ექსკლუზიურად Apple-ი.

რაც შეეხება Windows phone-ს სმარტფონების არჩევანი დიდი არც აქ  არის. ზოგიერთი მწარმოებელი ანდროიდზე გადავიდა. ყველა შემთხვევაში მომხმარებელს ვურჩევთ თუ ამ სისტემაზე გააკეთა არჩევანი ბიუჯეტური სმარტფონი არ იყიდოს და ნახოს, რომ ინტერფეისი მას აკმაყოფილებს.

მაინც გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ iOS ან Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებს შორის.

1) Android პლატფორმა გამოიყენება მოწყობილობების 81,5%-ზე.

2) iOS მეორე ადგილზეა 14,8%-ით.

3) Windows Phone მესამე ადგილზეა 2,7%-ით.

4) 1% სხვა დანარჩენი ოპერაციული სისტემები.

როგორი ეკრანია ოპტიმალური?

თანამედროვე სმარტფონების უმეტესობას გააჩნია მონობლოკური კონსტრუქცია, რაც სენსორული ეკრანის გამოყენებისთვის ოპტიმალურია. როგორი დიაგონალი შევარჩიოთ? ეს თქვენს პირად მოთხოვნებზე და უპირატესობაზეა დამოკიდებული, გირჩევთ გამოიყენოთ სმარტფონი მაღაზიაში. ყველაფერი დამოკიდებულია თუ რისთვის გამოიყენებთ მოწყობილობას კითხვისთვის, ინტერნეტ სერფინგისთვის, ვიდეოს საყურებლად თუ სხვა. რაც მეტია დიაგონალი მით უკეთესი, მაგრამ მთავარია აპარატი ხელში კარგად თავსებადი იყოს და ჯიბით სატარებლად კომფორტული. გარდა დიაგონალისა მნიშვნელობა აქვს ეკრანის ტექნოლოგიას, მაგალითად IPS თუ TFT, ხოლო სენსორი ყველაზე გამოიყენება CAPASITIVE, რადგანაც RESISITIVE სენსორი (უფრო ძლიერ დაჭერას საჭიროებს და არამგრძნობიარეა).

ბატარეა და სხვა

პირველ რიგში მყიდველს აინტერესებს მოწყობილობის სწრაფი მუშაობა. ამის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, პროცესორის სხშირე, ბირთვების რაოდენობა პროცესორის და ა.შ. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე განისაზღვრება მოწყობილობის მუშაობის სიმძლავრე, სისწრაფე. ბირთვების რაოდენობა ყოველთვის არ აისახება სიმძლავრის ზრდაში, რადგანაც ისინი სულ ყოველთვის არ მუშაობენ და მეტი ბირთვი მეტ ენერგიას მოიხმარს. მთავარია ყურადღება პროცესორის მწარმოებელს მივაქციოთ აქ კი საუკეთესონი არიან: Quqalcomm და Samsung. ბიუჯეტური არჩევნისას კი არც ისე ცუდია MediaTek.

სწორად შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანია სმარტფონის კამერის მონაცემების გათვალისწინება. თანამედროვე მოწყობილობებს გააჩნიათ ორი ჩაშენებული კამერა – ძირითადი, რომლითაც ვანხორციელებთ გადაღებას და წინა კამერა ანუ კამერა რომლითაც ვრეკავთ სკაიპით და ვიღებთ სელფიებს. რაც მეტი მეგაპიქსელია მით უკეთესი მინიმუმ 12-13 მეგაპიქსელი და ზევით მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კამერის ლინზის ხარისხის გათვალისწინებაც, ასევე გასათვალისწინებელია განათების არსებობა, ავტოფოკუსი და სურათის სტაბილიზატორის არსებობა.

თანამედროვე სმარტფონს ვერ წარმოვიდგენთ უკაბელო ქსელური ტექნოლოგიების გარეშე, მათ შორისაა Bluetooth და Wi-Fi. ასევე 3G ან 4G მოდულები ინტერნეტის გამოსაყენებლად და GPS ნავიგაცია ადგილმდებარეობის გასაგებად. ხშირად გამოიყენებენ NFC-ისაც ეს ტექნოლოგია სმარტფონს გადახდის საშუალებას აძლევს, მაგალითად ბანკის ბარათით.

სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს ისეთი პარამეტრის, როგორიცაა სმარტფონის ბატარეა ეგრედწოდებული აკუმულატორი, რადგანაც კაშკაშა მაღალი გარჩევადობის ეკრანები სმარტფონზე საკმაო ენერგიასმოიხმარენ. ბატარეა მინიმუმ 1 დღე მაინც უნდა გყოფნიდეთ სასურველია ბატარეა ტევადობით არა ნაკლებ 2000-3000mah-ისა.

მომხმარებელთა აზრით ოპერაციული სისტემის ენერგოეფექტიანობა შეფასდა შემდეგნაირად.

1. Android – 44%.
2. iOS – 14%.
3. Windows Phone – 40%.
4. სხვა ოპერაციული სისტემები — 2%.

ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია სმარტფონის მეხსიერება – როგორც ოპერატიული, რომელზეცაა დამოკიდებული სისწრაფე თქვენი მოწყობილობის მუშაობის, ასევე ჩაშენებული მეხსიერებას. მეხსიერების გაზრდა ასევე ზოგ მოწყობილობაში შესაძლებელია Micro-SD ბარათის დახმარებით. iOS სმარტფონებს არ აქვთ SD ბარათის მხარდაჭერა.

საბოლოო ჯამში დავამატებთ, რომ მნიშვნელოვანია დავყოთ ტექნიკური, ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები და მეორეხარისხოვანი. ყველა მყიდველს გააჩნია თავისი კითხვები, უპირატესობები და გემოვნება, ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რა მიზნებზეა გათვლილი ჩვენი სამომავლო სმარტფონი.

პასუხის დატოვება