შიდა მეხსიერების მყარ დისკს აფორმატებთ თუ გარეს, USB ფლეშ დრაივს თუ SD ბარათს, ვინდოუსი არჩევანის საშუალებას გაძლევთ 3 ფორმატს შორის NTFS, FAT32, და exFAT. FAT32 ძველი ფაილური სისტემაა წარმოდგენა მოხდა ვინდოუს 95-ში და ჩაანაცვლა FAT16 ფაილური სისტემა, მას აქვს თავსებადობა თანამედროვე და ძველ მოწყობილობებთან, როგორიცაა კონსოლები, მაგრამ აქვს შეზღუდვები ზომაში ინდივიდუალური ფაილი უნდა იყოს 4 გეგაბაიტამდე, ასევე ნაკლი აქვს უფლებების და დაცულობის მხრივ, თანამედროვე ვინდოუსის ოპერაციული სისტემები FAT32-ს აღარ იყენებენ და უპირატესობას NTFS ანიჭებენ. NTFS თანამედროვე ფაილური სისტემაა მაღალი ფაილის ზომის შეზღუდვით, გააჩნია თანამედროვე ფუნქციები, ფაილების უფლებების ფუნქცია, სწრაფი ერორებისგან განთავისუფლება, კოდირება,ლინკები და სხვა. ძირითადად გამოიყენება ვინდოუსის სისტემურ დრაივში და სხვა შიდა დრაივებში. exFAT 2006 წელს წარმოადგინეს ოპტიმიზირებულია ფლეშ მეხიერებებისთვის, FAT32-სა და NTFS-ს შორის ბალანსს წარმოადგენს, მაღალი ფაილური ზომის ლიმიტით და უფრო მეტად თავსებადობით გამოირჩევა NTFS-სთან შედარებით.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება