ონლაინში შესვლა მოგინდათ? დიდი ალბათობით დაგჭირდებათ მოდები – მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს აძლევს საშუალებას სიგნალის გაგზავნის წინ და უკან სატელეფონო ხაზის დახმარებით. განსხვავებული მოდემი გჭირდებათ ონლაინში შესასვლელად სატელეფონო ხაზით, ბოჩკოვანი ინტერნეტით და სმარტფონით. რა არის მოდემი და როგორ მუშაობს ის? მოდით ვნახოთ დეტალურად!

რა არის მოდემი?

ტელეფონები გამაოგნებელია: მათ შეუძლიათ თქვენი ხმა მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში მიაწვდინონ სულ რამდენიმე წამში ელექტრონული ნაკადის დახმარებით. ტელეფონებიც ინტერნეტის ძალაა, მათ გარეშე ონლაინში ვერცერთი ჩვენგანი ვერ შევალთ.

კომპიუტერული ტექნოლოგია ციფრულია: მოიცავს ინფორმაციის შენახვას, დამუშავებას და გადაცემას ციფრების სახით. მაგრამ ტელეფონის ტექნოლოგია ჯერაც ნაწილობრივ ანალოგურია: გადაცემა ხდება კაბელებით ელექტრონული სიგნალების დახმარებით. როგორ ახერხებენ ციფრული კომპიუტერები ანალოგური ტელეფონის გავლით კომუნიკაციას? ჩვეულებრივ: ისინი იყენებენ მოდემებს, მოწყობილობებს, რომლებიც ციფრულ ინფორმაციას ანალოგუურად აქცევენ. მოდემი თარჯიმანია. კომპიუტერი საუბრობს ციფრულს და ტელეფონები ანალოგურს, მათ სჭირდებათ მოდემი თარგმნისთვის.

კომპიუტერს სჭირდება ციფრული სიგნალის მოდულაციისთვის მოდემი, რათა კაბელის დახმარებით, როგორც ხმა ისე იმოგზაუროს. სიგნალების საბოლოოს წერტილში მისვლის შემდეგ გადიან მეორე მოდემში, რომელიც დემოდულირებას ახდენს (არჩევს სატელეფონო სიგნალისგან და აქცევს ციფრულად). ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი კომპიუტერი იგებს ამ სიგნალებს. პასუხის გაცემისას აგზავნის მოდულატორით სიგნალს უკან კაბელის გავლით თქვენთან, შემდეგ დემოდულირება ხდება სიგნალის და ისევ ციფრულ სახეს ღებულობს, რომელსაც თქვენი კომპიუტერი იგებს.

მოდემი ორ ტრანსლატორს მოიცავს. მოდულატორს (ციფრულ სიგნალს გადასცემს ანალოგური ფორმით) და დემოდულატორი ( იღებს ანალოგურ სიგნალს და აქცევს ისევ ციფრულად) სწორედ ამიტომ ჰქვია მას მოდემი.

მოდულაცია არის უბრალოდ სახელი რაც ინფორმაციის ტრანსიტირებას გულისხმობს, ტალღური ფორმით. თუ ინფორმაციას გადასცემთ მაღალი და დაბალი ტალღების სახით მას ამპლიტუდური მოდულაცია ჰქვია, ან AM, ხოლო თუ ინფორმაციას გადასცემთ პიკების სიხშირის ცვალებადობით, მაშინ სიხშირის მოდულაცია ჰქვია ან FM. თქვენ შეიძლება გაგიგიათ ტერმინი AM და FM აქამდე, რადგანაც ისინი რადიო სიგნალების გადაცემას აღწერენ.

მოდემების კონტროლი

დაფიქრდით როგორ იყენებთ ტელეფონს. პირდაპირ საუბარს არ იწყებთ. ჯერ რამდენიმე ნაბიჯს დგამთ: იღებთ მიმღებს, ელოდებით ტონს, შეგყავთ ნომერი, უცდით ზარს, უსმენთ მეორე ადამიანს ხაზზე და შემდეგ ესაუბრებით.

მოდემებიც მსგავსათ იქცევიან, ინფორმაციის გაცვლისას მიმდინარეობს შესაბამისი ნაბიჯების მიმდევრობითი გავლა. პირველი ნაბიჯი კავშირის დამყარებაა მოდემებს შორის თუ რაიმე პრობლემაა და პასუხი არაა ერთი მოდემიდან მეორესთან საუბარი ვერ მოხდება, თუ თქვენი მოდემი სწრაფია, ხოლო პროვაიდერის მოდემი ნელია საუბარი ნელა გაიმართება. ყველა მოდემი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მუშაობს, ცნობილი სტანდარტებია V.22 (1200 bps), V.32 (9600 bps), V.32bis, V.33 (14,400 bps), V.34 (28,800 bps), V.34+ (33,600 bps), და V.90 (56,000 bps). თუ იყენებთ ვინდოუსის ოპერაციულ სისტემას მოდემის კომუნიკაციის პრობლემა არ გექნებათ: ავტომატურად ხდება. მაგრამ შესაძლებელია დამატებითი ბრძანებების გაგზავნა მოდემით, თუ პრობლემები გაქვთ კომუნიკაციისას. ამას AT command ენას ეძახიან, შეგიძლიათ შეცვალოთ ყველანაირი ოპცია, მაქსიმუმი და მინიმუმი სიჩქარე კომუნიკაციის, მოდემის ლოდინის რეჟიმი კავშირის გაწვეტამდე და სხვა. ზუსტი ბრძანებები მწარმოებელზეა დამოკიდებული მოდემის, მაგრამ რამდენიმე ბრძანება ყველასთვის ერთია. მაგალითად ბრძანება AT m0 გამორთავს მოდემის ლაუდსფიქერს, ვერ გაიგონებთ ელექტრონულ ხმას.

სხვადასხვა ტიპის/სახის მოდემები

კაბელით სატელეფონო კავშირი იყენებს სქემურ კავშირს, ხოლოპაკეტური კავშირისას კი სრულიად განსხვავებული მოდემია საჭირო. ბროადბენდი ანუ პაკეტური კავშირის გამოყენება ტელეფონის ქსელზე შესაძლებელია HSDPA მოდემით (იხილეთ ზემო სურათი).

სატელეფონო ხაზის გარეშე კაბელური ინტერნეტის ან Wi-Fi-ის გამოყენებით დაკავშირებისას არ გჭირდებათ მოდემი, თქვენი კომპიუტერი აგზავნის და იღებს ყველა ინფორმაციას ქსელში და ქსელიდან ციფრული სახით, ანუ სვიჩი ანალოგსა და ციფრულს შორის, რასაც მოდემი წარმოადგენს არ დაგჭირდებათ.

დაიალ აფ (Dialup) მოდემებს აქვთ კიდევ ერთი ფუნქცია: მათ შეუძლიათ კომუნიკაცია საფაქსო მანქანებით მაღალ სიჩქარეზე. ამიტომაც ეძახიან fax modem-ს. თუ ფაქსის პროგრამა გაქვთ კომპიუტერში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვების, დოკუმენტების გასაგზავნად და ფაქსების მისაღებად.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება