კომპიუტერი აირს ელექტრონული მანქანა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას – ინფორმაციის პროცესორი: იღებს უმ (მშრალ) ინფორმაციას ( მონაცემს) ერთი ბოლოდან და ინახავს სანამ სამუშაოდ მზა არ იქნება, ღეჭავს ბიტებად და შემდეგ შედეგს მეორე მხარეს იძლევა. ინფორმაციის მიღებას input, ხოლო ინფორმაციის შენახვა ხდება მეხსიერებაში,ღეჭვა (დამუშავება) პროცესინგის სახელითაა ცნობილი (processing) და ამოფურთხება კი შედეგია ანუ output.
წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერი ადამიანია. მეგობარი რომელიც მათემატიკაში ძლიერია. ის ყველა ნაცნობს მათემატიკური პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. ყოველ დილით, ის მიდის საფოსტო ყუთში და ეძებს ახალ მათემატიკუ პრობლემებს. ალაგებს მაგიდაზე და ყოველ დღე თითო ფაილს შეისწავლის, გადაჭრის გზებს იპოვის და პასუხს უკანა ყდაზე დაგიწერთ. დებს ამ ყველაფერს კონვერტში და უგზავნის უკან გამომგზავნ პიროვნებას. შემდეგ გადადის მომდევნო წერილზე. თქვენი მეგობარი კომპიუტერივით მუშაობს. მისი წერილების ყუთი შემომავალი ინფორმაციაა input, მაგიდის ფაილები მეხსიერება memory მისი გონება პროცესორია processor რომელიც პრობლემებს ჭრის და მაგიდის გზავნილები კი გამავალი ინფორმაციაა output.
მას შემდეგ რაც მიხვდებით, რომ კომპიუტერები ეხება ინფორმაციას, შემომავალ,მეხსიერებას,პროცესინგს (დამუშავებას) და გამავალ ინფორმაციას input,memory,processing და output თქვენს მაგიდაზე არსებული ნაგვის აზრს მიხვდებით.
კომპიუტერი მუშაობს შემომავალი,მეხსიერების,პროცესინგის და გამომავალი ინფორმაციის კომბინირებით.
- მიღება input: თქვენი მაუსი და კლავიატურა სწორედ მიმღები მოწყობილობებია – გზა რომლითაც ინფორმაცია კომპიუტერში მუშავდება. თუ მიკროფონს იყენებთ და ხმის ამომცნობ პროგრამას, ესეც ინფორმაციის მიღების ერთგვარი გზაა.
- მეხსიერება Memory/storage: თქვენი კომპიუტერი ყველა დოკუმენტსა და ფაილებს ინახავს მყარ დისკზე, დიდი მაგნიტური მეხსიერება, მაგრამ ციფრული კამერები და ტელეფონები სხვა ტიპის მეხსიერებას იყენებენ “ფლეშ” მეხსიერების ბარათებს.
- Processing დამუშავება: თქვენი კომპიუტერის პროცესორი (ცნობილი როგორც ცენტრალური დამუშავების ერთეული) არის მიკროჩიპი, რომელიც მძლავრია და მუშაობის პროცესში ხურდება. სწორედ ამიტომ აქვს თქვენს კომპიუტერს ფენები (ქულერები), რომლებიც ჰაერის ნაკადით სითბოს გარემოში გადაცემენ და პროცესორს იცავენ გადახურებისაგან.
- Output გამავალი ინფორმაცია: თქვენ კომპიუტერს აქვს მონიტორი (LCD,LED,IPSTFT…), რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის (დეტალური) გრაფიკების ჩვენება. შეიძლება გაქვთ პრინტერი, რათა გამავალი ინფორმაციის შედეგი საბოლოო იყოს.
რა არის კომპიუტერული პროგრამა?
პირველი კომპიუტერები გიგანტურ გამომთვლელ მანქანებს წარმოადგენდნენ, რთულ და შრომატევად მათემატიკურ პრობლემებს ჭრიდნენ. დღეს კომპიუტერები უფრო მრავალფეროვან პრობლემებს აგვარებენ, მაგრამ კვლავ არიან გამომთვლელები. ყველაფერს რასაც კომპიუტერი აკეთებს, ფოტოს დამუშავებაში დახმარებიდან დაწყებული, ვებ გვერდის ჩვენებით დამთავრებული მოიცავს ციფრებს.
ვთქვათ უყურებთ ციფრულ ფოტოს, რომელიც გადაიტანეთ რედაქტორში და სარკის ეფექტის მიღება გსურთ. ალბათ იცით რომ ფოტო მილიონობით ინდივიდუალური პიქსელისგან (ფერადი კვადრატებისგან) ბადისებრი ჩარჩული მიდევრობით განთავსებით შედგება. კომპიუტერი ყოველ პიქსელს ინახავს როგორც რიცხვს, ანუ ციფრული ფოტოს გადაღება ციფრების დახატვის ვარჯიშივითაა. ფოტოს შემოსაბრუნებლად კომპიუტერი უბრალოდ ატრიალებს ციფრების მიმდევრობას, რათა მარჯვნიდან მარცხნივ იყოს მიმდევრობა ციფრების და არა მარცხნიდან მარჯვნივ. პრობლემის მოგვარება კვლავ ციფრებსა და გამოთვლებზე დადის.
გამომთვლელი მანქანისგან განსხვავებით კომპიუტერს შეუძლია თავისით მუშაობა. თქვენ მხოლოდ ინსტრუქციები უნდა მისცეთ (პროგრამა) და ის შეასრულებს კომპლექსური ოპერაციების სერიებს თავისით. 1970-1980 წლებში სახლის კომპიუტერისთვის ყველაფრის შესასრულებლად დაგჭირდებოდათ თქვენი მცირე პროგრამის დაწერა, მაგალითად ასოს დაწერამდე პროგრამა უნდა დაგეწერათ, რომელიც წაიკითხავდა ასოებს რომლებსაც ბეჭდავდით კლავიატურაზე, უნდა შეგენახათ მეხსიერებაში და ეკრანზე გეჩვენათ. პროგრამის დაწერას უფრო მეტი დრო მიჰქონდა ვიდრე რაც გსურდათ იმის განხორციელება, მაგალითად წერილის დაწერა. მოგვიანებით პროგრამების გაყიდვა დაიწყეს, როგორიცაა სიტყვების პროცესორები, რათა თქვენი პროგრამის დაწერაში დრო არ დაგეხარჯათ.
დღეს კომპიუტერთა უმეტესობა დაწერილ პროგრამებს ეყრდნობა, როგორიცაა Microsoft Word და Excel ან პირდაპირ გადმოწერენ აპლიკაციებს ტაბლეტებისთვის და სმარტფონებისთვის. იშვიათად, რომ ვინმემ პროგრამები დაწეროს. მომხმარებელთა უმეტესობა კომპიუტერებს, როგორც ხელსაწყოს საქმის გაკეთებაში დასახმარებლად იყენებენ და არა როგორც კომპლექსურ ელექტრონულ მანქანებს, რომელთა დაპროგრამება უწევთ. სწორედ ამ პროგრამების არსებობისთვის არიან პროგრამისტები (კოდის დამწერები) ისწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. არის კოდირების სწავლის კლუბებიც სადაც ბავშვებს პროგრამირებას ასწავლიან.
რა განსხვავებაა მოწყობილობასა და პროგრამას შორის?
კომპიუტერის სილამაზეა ის, რომ მას შეუძლია სიტყვების დამუშავების პროცესის პროგრამა გაუშვას ერთ წუთს და მეორე წუთს ფოტოების რედაქტორი. კომპიუტერი შეიძლება დაპროგრამებულ იქნას მრავალჯერ სურვილისამებრ. ამიტომაც პროგრამებს ვეძახით პროგრამულ უზრუნველყოფას. არიან ადვილად ცვლადები, ხოლო კომპიუტერის მოწყობილობა – ბიტები და ნაწილები რომლისგანაც აწყობილია ( პერიფერიული მოწყობილობები, როგორიცაა მაუსი პრინტერი და სხვა) არის უცვლელი, როგორსაც იყიდი თაროდან ისეთი. მოწყობილობები თქვენს კომპიუტერს აძლევს ძალისხმევას, შესაძლებლობას და უნარს გაუშვას სხვადასხვა პროგრამა, სწორედ ეს ხდის მას მოქნილს. კომპიუტერებს შეიძლიათ ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთება, სწორედ ეს ხდის მათ გამოსადეგს – ამიტომაა, რომ მილიონობით ჩვენგანს მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
რა არის ოპერაციული სისტემა?
1970-იანებში ხართ, პროგრამები ჯერ არ შექმნილა. თქვენ კი გსურთ კომპიუტერის როგორ ტექსტის დამმუშავებლად გამოყენება, ნოველის დაწერა გსურთ, რაც ადვილია სულ რაღაც რამდენიმე დღეს მოითხოვს. ახლა მოგინდათ ჭადრაკის თამაში ანუ რეპროგრამირება დაგჭირდებათ მოწყობილობის. ყოველი პროგრამა სხვადასხვა საქმეს აკეთებს, მაგრამ მსგავს საქმესაც აკეთებენ, მაგალითად იმავე საბაზისო ოპერაციის განხორციელება მოითხოვს იგივე ბიტების პროგრამირებას. რატომ არ შევაგროვოთ ყველა ბიტი პროგრამების, რომლებიც საბაზისო ფუნქციებს ანხორციელებენ და გამოვიყენოთ ყოველ ჯერზე?
ტიპიური კომპიუტერული არქიტექტურა: თქვენ კომპიუტერი რამდენიმე შრედ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მოწყობილობებით, ბიოსით, რომელიც მოწყობილობებს აკავშირებს ოპერაციულ სისტემასთან და აპლიკაციებთან, რომელთაც იყენებთ (ბრაუზერი,ვორდი და სხვა). ყველა ეს ფენა თუ შრე დამოუკიდებელია, მაგალითად იგივე ოპერაციული სისტემა შეიძლება ლეპტოპებზე გაუშვათ, რომელთა ბიოსი განსხვავებულია, ხოლო ვინდოუსზე მომუშავე კომპიუტერს შეუძლია სხვადასხვა აპლიკაციების გაშვება.
ოპერაციული სისტემა ძირეული პროგრამაა კომპიუტერში აკონტროლებს საბაზისო შემომავალ, შენახვად,გამავალ და დამუშავებად ინფორმაციას. საფუძველი პროგრამა კომპიუტერში, რომელზეც შექმნილია აპლიკაციები ანუ სხვა პროგრამები (ზევიდან). ვორდი და ჭადრაკის თამაში სხვადასხვა აპლიკაციებია, მაგრამ ორივე ოპერაციულ სისტემას ეყრდნობა, შემომავალი,გამავალი და სხვა ინფორმაციის დამუშავების მხრივ. თავად ოპერაციული სისტემა ეყრდნობა უფრო ფუნდამენტური პროგრამირების ნაწილებს BIOS-ს (Basic Input output System), რომელიც ოპერაციული სისტემის პროგრამებსა და მოწყობილობებს შორის დამაკავშირებელია. ოპერაციული სისტემისგან განსხვავებით, რომელიც მსგავსია სხვადასხვა კომპიუტერებისთვის, ბიოსი განსხვავდება ყველა ხელსაწყოში მათი მოწყობილობებიდან გამოდმინარე და მოწყობილობის მწარმოებლის მიერაა დაწერილი. ბიოსი არ არის პროგრამა: პროგრამა შენახული მეხსიერებაში კომპიუტერის მთავარ ჩიპზე, ცნობილი როგორც Firmware, რომლის განახლებაც შესაძლებელია.
ოპერაციულ სისტემებს აქვთ კიდევ ერთი დიდი სარგებელი. 1970 80-იან წლებში ყველა კომპიუტერი განსხვავებული იყო. თავისებურად მუშაობდა განსხვავებული მოწყობილობებით (პროცესორები, ჩიპები,მეხსიერების მისამართეი,ეკრანის ზომები და სხვა). ერთი მოწყობილობისთვის დაწერილი პროგრამა (მაგალითად ეფლისთვის) არ იმუშავებდა (IBM)-ის მანქანაზე, ძვირადღირებული კონვერტირების გარეშე. ეს დიდი პრობლემა იყო პროგრამისტებისთვის, უწევდათ ყოველ ჯერზე ყველა პროგრამის გადაწერა. როგორ დაგვეხმარა ოპერაციული სისტემები? თუ სტანდარტული ოპერაციული სისტემა გაქვთ და ყველა მოწყობილობაზე ამუშავებთ, მხოლოდ ამ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე აპლიკაციის დაწერა მოგიწევთ. ამის შემდეგ ნებისმიერი პროგრამა იმუშავებს ნებისმიერ მოწყობილობაზე. ასეთი განხეთქილება ოპერაციულ სისტემებში მოახდინა&oq=ოპერაციულ სისტემებს აქვთ კიდევ ერთი დიდი სარგებელი. 1970 80-იან წლებში ყველა კომპიუტერი განსხვავებული იყო. თავისებურად მუშაობდა განსხვავებული მოწყობილობებით (პროცესორები, ჩიპები,მეხსიერების მისამართეი,ეკრანის ზომები და სხვა). ერთი მოწყობილობისთვის დაწერილი პროგრამა (მაგალითად ეფლისთვის) არ იმუშავებდა (IBM)-ის მანქანაზე, ძვირადღირებული კონვერტირების გარეშე. ეს დიდი პრობლემა იყო პროგრამისტებისთვის, უწევდათ ყოველ ჯერზე ყველა პროგრამის გადაწერა. როგორ დაგვეხმარა ოპერაციული სისტემები? თუ სტანდარტული ოპერაციული სისტემა გაქვთ და ყველა მოწყობილობაზე ამუშავებთ, მხოლოდ ამ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე აპლიკაციის დაწერა მოგიწევთ. ამის შემდეგ ნებისმიერი პროგრამა იმუშავებს ნებისმიერ მოწყობილობაზე. ასეთი განხეთქილება ოპერაციულ სისტემებში მოახდინა Microsoft Windows-მა.
არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000