როდესაც ვინმეს ვეჩატავებით ინტერნეტში ან ვუგზავნით ელექტრონულ წერილს, გაჩერებულხართ თუ არა და გიფიქრიათ რამდენ კომპიუტერს იყენებთ პროცესში? თქვენი კომპიუტერი, მიმღების კომპიუტერი, მაგრამ თქვენი ორი კომპიუტერის გარდა თქვენს შორის ასობით სხვა კომპიუტერია. მსოფლიოში ყველა კომპიუტერის კავშირს ინტერნეტი ეწოდება. როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს? მოდით ვნახოთ!

რა არის ინტერნეტი?

გლობალური კომუნიკაცია დღეს ადვილია დაკავშირებული მსოფლიო კომპიუტერული ქსელის დახმარებით, რომელსაც ინტერნეტს ვეძახით. ინტერნეტმა 20 წელზე ნაკლებ დროში 210 ქვეყანაზე მეტი მოიცვა. ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნებიც კი.

ბევრი იყენებს სიტყვა ინტერნეტს რათა იგულისხმოს ონლაინში გასვლა. სინამდვილეში ინტერნეტი სხვა არაფერია რა კომპიუტერული ქსელი. იფიქრეთ მის შესახებ, როგორც ტელეფონის ქსელზე ან გზატკეცილის ქსელზე, რომელიც მოდებულია მსოფლიოს. ტელეფონები და გზატკეცილები არიან ქსელები, როგორიც ინტერნეტი. რასაც ტელეფონში იძახით და მანქანების ნაკადი გზაზე ჩვეულებრივ ქსელებზე მუშაობენ. როგორც მსოფლიო ქსელი, მესიჯების მიწერა ჩატის პროგრამით, მუსიკის გადმოწერა MP3 ფორმატში და ფაილების გაზიარება ეს ყველაფერი კომპიუტერულ ქსელზე მუშაობს, რომელსაც ინტერნეტს ვუწოდებთ.

სათითაო კომპიუტერების კოლექცია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო ქსელით არის ინტერნეტი. კავშირები კომპიუტერებს შორის ხდება ოპტიკურ-ბოჩკოვანი ან ჩვეულებრივი სპილენძის კაბელებით, უკაბელო რადიო კავშირებით და სატელიტური კავშირებით.

რას აკეთებს ინტერნეტი?

ინტერნეტს ერთი უბრალო საქმე ევალება: კომპიუტერული ინფორმაცია (data) ერთი ადგილიდან მეორეში გადაიტანოს. ინტერნეტში არსებული კომპიუტერების სწორედ ასე ექცევიან ინფორმაციას. ინტერნეტი მუშაობს უფრო როგორც საფოსტო სერვისი. ასოები ერთი ადგილიდან მეორეში იგზავნება და არ აქვს მნიშვნელობა ვისგანაა ის ან რას შეიცავს. საფოსტო სერვისის საქმე წერილების გაგზავნაა ერთი ადგილიდან მეორეში, რატომ საკითხი მას არ ეხება, იგივე შეიძლება ვთქვათ ინტერნეტზეც.

საფოსტო სერვისის მსგავსად ინტერნეტის სიადვილე აძლევს შესაძლებლობას ბევრი ინფორმაციის დამუშავების, რაც ხალხს ეხმარება სხვადასხვა სამსახურებში. იმეილი, ვებ გვერდები, ჩატი, და სხვა: ყველა ეს ინფორმაცია თანაბრად მუშავდება და იგზავნება მსგავსად. რადგანაც ინტერნეტი ასე ადვილადაა შექმნილი, ხალხს შეუძლია ადვილად გაუშვან პროგრამები და აპლიკაციები, ამიტომაც როდესაც ორმა გამომგონებელმა სკაიპი შექმნა, სატელეფონო კავშირის განხორციელების გზა ქსელის დახმარებით, მათ მხოლოდ დასჭირდათ პროგრამის დაწერა, რომელსაც საუბრის გადაყვანა შეეძლო ინტერნეტ ინფორმაციად და შემდეგ უკუმიმართულებით ამ პროცესის განხორციელება. არავის მოუწია მთლიანი ინტერნეტის თავიდან აშენება სკაიპის შესაქმნელად.

როგორ მოძრაობს ინტერნეტ ინფორმაცია?

არხებით კომუნიკაცია

ინტერნეტი საჯარო სატელეფონო ქსელზე მუშაობს – მაგრამ დიდი სხვაობაა სატელეფონო ზარის მუშაობასა და ინტერნეტ ინფორმაციის მოძრაობას შორის. თუ მეგობარს ურეკავთ თქვენი ტელეფონი პირდაპირ კავშირს (ან არხებით კავშირს) ანხორციელებს თქვენსა და მას შორის. თუ მსოფლიო სატელეფონო სისტემის რუკა გექნებოდათ, შეძლებდით თეორიულად პირდაპირი კავშირის დამყარებას, ასობით მილი კაბელის გამოყენებით, თქვენი ტელეფონიდან თქვენი მეგობრის ტელეფონამდე. ასეთ კავშირს ტელეფონებს შორის უწოდებენ არხებით კომუნიკაციას. ძველად სატელეფონო ზარის განხორციელებისას, ხდებოდა გადაერთება კაბელების რათა დროებითი კავშირი მომხდარიყო ერთი წერტილლიდან მეორეში. ახლა ეს კავშირი ავტომატურად ხდება ელექტრონული ტელეფონის დახმარებით.

არხებით კომუნიკაცია არაეფექტური გზაა ქსელის გამოყენების. თქვენ მეგობართან საუბრის დროს ვერავინ შეძლებს თქვენთან დარეკვას, თუ ტელეფონზე ნელა საუბრობთ, ან გახვედით ყავის დასალევად. ამ დროს არ გზავნით ინფორმაციას ხაზით, მაგრამ კავშირი კვლავ აქტიურია და ბლოკავთ სხვა ხალხს, ანუ გამოყენების საშუალებას არ აძლევთ.

პაკეტით კომუნიკაცია

თეორიულად ინტერნეტმა არხებით კავშირით შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ეს ძალზე არაეფექტიანი იქნება. ვერავინ დაგირეკავთ სანამ ონლაინში იქნებით, ყოველი წამი თანხა დაგიჯდებათ და კავშირიც ნელი იქნება.

ინფორმაციის უმეტესობა ინტერნეტში განსხვავებულად მოძრაობს კერძოდ პაკეტებით ხდება კომუნიკაცია. მაგალითად ელექტრონული წერილი გაუგზავნეთ ვინმეს ჩინეთში. ერთი დიდი კავშირის მაგივრად თქვენ სახლსა და ჩინეთს შორის , წერილი ნაწილებად ანუ პაკეტებად იშლება. ყოველ მათგანს საბოლოო წერტილი აქვს და შეუძლია ცალკე იმოგზაუროს. თეორიაში პაკეტებს შეიძლება განსხვავებული გზა ჰქონდეთ. როდესაც მიაღწევენ დანიშნულების წერტილს აიწყობიან და თქვენს წერილს შექმნიან.

პაკეტებით კომუნიკაცია უფრო ეფექტიანია ვიდრე არხებით. თქვენ არ გაქვთ ორ წერტილს შორის მუდმივი კავშირი, არ ბლოკავთ შემომავალ ქსელს. ბევრ ადამიანს შეუძლია ქსელის გამოყენება, რადგანაც პაკეტებს ბევრი სხვადასხვა გზით შეუძლიათ მოძრაობა, შესაბამისად ხდება დატვირთვის განაწილება და ქსელი თანაბრად გამოიყენება, რაც უფრო სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას ქმნის.

როგორ მუშაობს ქსელი: TCP/IP და DNS

რეალური ინტერნეტი არ საჭიროებს სახლის ნაწილებად გადატანას და ინფორმაცია, რომელიც წინ და უკან მოძრაობს ჩვენს მიერ არ კონტროლდება. უხეშად რომ ვთქვათ 3 მილიონი ელექტრონული წერილი და უსაზღვრო ინფორმაცია იწერება მსოფლიოს 250 მილიონ ვებგვერდიდან 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლების მიერ.თუ ყველაფერი პაკეტურად გაიგზავნა, უკონტროლოდ, ინფორმაცია დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევს და დაიკარგება.

პასუხად TCP/IP-ს ვიღებთ, რაც ტრანსმისიის კონტროლის პროტოკოლი/ინტერნეტ პროტოკოლია. ინტერნეტის ფუნდამენტური საკონტროლო სისტემაა, ორი სისტემა ერთში. პროტოკოლი უბრალოდ რაიმეს გაკეთებას გულისხმობს, ხოლო ინტერნეტ პროტოკოლი (ip) ინტერნეტის მისამართი სისტემაა. ყველა მანქანას ინტერნეტში, თქვენს ჩემს, სხვისას აქვს ინტერნეტ პროტოკოლი რათა ამოცნობა მოხდეს, რაც სერიაა ციფრების, რომლებიც წერტილებითაა დაშორებული. ყველა მანქანამ იცის როგორ დაუკავშირდეს მეორეს. რაც შეეხება ვებ გვერდებს ამ შემთხვევაში ჩვენ ადვილად დასამახსოვრებელი სახელებით მივმართავთ (www.geek.ge) და არა იპ მისამართით, ამ სადვილ სისტემას დნს (DNS) ჰქვია, შესაძლებლობას გვაძლევს კომპიუტერით ნებისმიერი იპ მისამართი ვნახოთ კონკრეტული ვებგვერდის. ორიგინალი ვერსია IP-ის IPv4 მისამართები შეიცავდნენ ოთხ წყვილ ციფრს, მაგალითად 12.34.56.78 ან 123.255.212.55, მაგრამინტერნეტის გაზრდასთან ერთად ყველა შესაძლო მისამართები 2011 წლის იავნარში იქნა გამოყენებული ამოიწურა. ამან გამოიწვია ახალი IP სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ცნობილია, როგორც IPv6 სადაც ყოველი მისამართი უფრო გრძელია და გამოიყურება შემდეგნაირად: 123a:b716:7291:0da2:912c:0321:0ffe:1da2.

საკონტროლო სისტემის სხვა ნაწილია ასევე TCP ანუ ტრანსმისიის კონტროლის პროტოკოლი, არჩევს პაკეტების ინფორმაციის მოძრაობას, თუ როგორ მოძრაობენ ერთსა და მეორე კომპიუტერს შორის (ერთ იპ მისამართსა და მეორე იპ მისამართს შორის). იგებს, თუ როგორ მივაწვდინოთ ინფორმაცია წყაროდან საბოლოო დანიშნულებამდე, ახდენს ინფორმაციის პაკეტებად დაშლას,ტრანსმისიას და აწყობას სწორი მიმდევრობით.

პასუხის დატოვება