კომპანია HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდით მოწყობილობების წარმოების უფლებების მმართველია, აპირებს თანამედროვე ლეგენდარული მობილური ტელეფონის Nokia 3310-ის თანამედროვე ვერსიის წარმოდგენას MWC 2017-ის გამოფენაზე, რომელიც თებერვლის ბოლოს ბარსელონაში გაიმართება, დიზაინზე და მონაცემებზე ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ფასი 59 ევრო, ასევე წარმოდგენილი იქნება ძვირადღირებული სმარტფონები Nokia 3 და Nokia 5, ფასი 149 და 199 ევრო იქნება და ორივე მათგანი ანდროიდზე იმუშავებს. nokia 5 HD 5,2 დიუმიანი ეკრანით და snapdragon 430-ით იქნება აღჭურვილი 2გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 12მპ კამერით, ხოლო ნოკია 3-ის მონაცემები უფრო მწირი იქნება. ნოკია ასევე წარმოადგენს Nokia 6 სმარტფონს full hd დისპლეით Snapdragon 430 4gb ოპერატიული მეხსიერებითა და 16მპ კამერით. შეგახსენებთ, რომ ლეგენდალური ნოკია 3310 2000 წელს გამოვიდა შეცვალა 3210 მოდელი, გამოირჩეოდა მყარი კორპუსით და ლეგენდალური გამძლეობით, ჯამში ნოკია 3310-ის 126 მილიონზე მეტი მოწყობილობა გაიყიდა, რაც მსოფლიო რეიტინგით მეცხრე ადგილია ყველაზე გაყიდვად სმარტფონებსა და მობილურებს შორის.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება