როგორც Eurogamer იტყობინება Valve-ის პრეზიდენტმა არასასარგებლო თანამშრომლობა App Store-ის ადმინისტრატორებთან გააკრიტიკა. ნიუველმა შეგვატყობინა, რომ ეფლი ნეგატიურ გავლენას ახდენდა iOS ოპერაციულ სისტემაზე გამოსულ თამაშებზე. Steam-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ხანდახან საჭირო იყო აპლიკაციების განახლება დღეში 6-ჯერ, ხოლო iOS-ზე Steam-ის გამოსვლის შემდეგ უკვე გამოსული განახლებების განთავსებას ნახევარ წელზე მეტს ვანდომებდით, ამასთან ერთად App Store-ის ადმინისტრაცია მიზეზებსაც არ გვეუბნებოდა დაყოვნების. გეიბ ნიუველმა აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები ალბათ ძალზე სულელები არიან და ვერ გახდებიან წარმატებული დეველოპერები iOS-ზე, რადგანაც სხვა დეველოპერებს უადვილებენ ცხოვრებას Apple-ის თანამშრომლებისგან განსხვავებით.

 

პასუხის დატოვება