ახალი Shield TV (2017) წინა თვეს სეილზე იყო ახლა კი მისი ძვირადღირებული ტყუპისცალი Shield TV Pro (2017) არის ხელმისაწვდომი. ახალი Pro მოდელი $299.99 ღირს, რაც 100$-ით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი მოდელი, მაგრამ ამასთან ერთად დამატებით მეხსიერებას იღებთ 500გბ-ს 16გბ-ს ნაცვლად, მიკრო SD ბარათის სლოტს და MicroUSB პორტს, რომლებიც Vanilla Shield-ზე ხელმისაწვდომი არაა. Shield TV Pro იყიდება ახალი Shield კონტროლერით, მაგრამ ძველი პულტით. არა Pro ვერსიას აქვს ახალი IR Blaster-ი, მაგრამ ყურსასმენის ბუდე და დამტენი ბატარეა არ აქვს, ანუ Pro ვერსიით იღებთ პულტს ყურსასმენის ბუდეთი და დამტენ ბატარეას, მაგრამ IR პორტის გარეშე. წინა ვერსიებთან შედარებით პროგრესია, რადგანაც აქამდე პულტი ცალკე აქსესორია იყო და შეძენისას თან არ მოყვებოდა პროდუქტს.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება