კომპანია Fitbit-მა დაანონსა ახალი ჭკვიანი ბრასლეტი Alta HR, რომელიც განკუთვნილია მფლობელის ორგანიზმის ფიზიკური აქტივობის და სიცოცხლისუნარიანობის ინფორმაციის საჩვენებლად. გადჯეტს აქვს შესაბამისი სენსორები, რომელთა დახმარებითაც განვლილ მანძილს, გადადგმულ ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს და სხვა მაჩვენებლებს აჩვენებს. გაუმჯობესებულია გულის ცემის სენსორი და ძილის ფაზის ჩვენება. ახალი ფიტნეს ბრასლეტის შეძენა შესაძლებელია 150 დოლარად. Fitbit უმსხვილესი ტარებადი მოწყობილობების მოთამაშეა, შარშან მოახდინა 22,5 მილიონი გადჯეტის რეალიზაცია. 2016 წელს კომპანიამ 102,4 მილიონი ტარებადი გადჯეტი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით მსგავს მოწყობილობებზე მოთხოვნა გაიზარდა 25%-ით.

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000

პასუხის დატოვება